top of page

#წიგნიგვაძლიერებს

წესები

კონკურსის წესები

პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია” 23 აპრილს, მსოფლიო წიგნის დღეს უერთდება კამპანიით #წიგნიგვაძლიერებს და აცხადებს კონკურსს.

 

იმისათვის, რომ გახდე #წიგნიგვაძლიერებს კონკურსის გამარჯვებული, 23 აპრილიდან 23 მაისამდე:

  1. შემოუერთდი ჩვენს ჯგუფს "წიგნი გვაძლიერებს"

  2. გამოაქვეყნე შენს რჩეულ წიგნზე ჯგუფში შენ მიერ შექმნილი კრეატიული ვიდეო, ესსე ან სურათი ჩანაწერით. ეს შეიძლება იყოს შენი ვიდეო მიმართვა ან სელფი ზოგადი თემატიკით - წიგნიგვაძლიერებს. დათაგე ჩანაწერი ჰაშთაგით #წიგნიგვაძლიერებს.

  3. განათავსე შენს პროფილზე კამპანიის ჩარჩო.

კონკურსში გაიმარჯვებს ყველაზე მეტი მოწონების და გაზიარების მქონე ჩანაწერის ავტორი. "ხატია კომუნიკაცია" გამარჯვებულს გადასცემს:

  • წიგნების 200 ლარის ღირებულების ვაუჩერს 

  • კრეატივის ჯილდოს კომპანიის რჩეული ესსეს, ვიდეოს და სურათის ავტორს

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსს

  • "ჰამა.გე"-ს ბლოკნოტებს

  • "მედიათეკის" 6 თვიან საშვებს

  • თუმანიშვილის თეატრის ბილეთებს

 

გელით სხვა სიურპრიზებიც, 

შემოგვიერთდით!

* კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.

* თითოეულ მონაწილეს შეუძლია ერთზე მეტი პოსტის განთავსება, თუმცა ჩართულობა თითოეულზე ერთად არ დაჯამდება.

* ორგანიზატორი უფლებას იტოვებს არაკეთილსინდისიერი მონაწილე გამოთიშოს კონკურსიდან. 

ჩვენ შესახებ

ჩვენი პარტნიორები

ჩვენ შესახებ

"ხატია კომუნიკაცია" კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა. სააგენტო 2016 წლის 5 მაისს დააარსა ხატია ოძელაშვილმა, რომელმაც საზოგადოებასთან ურთიერთობა კანადის დედაქალაქში, ოტავაში შეისწავლა. მან აქვე მიიღო რიგ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითად საქმიანობასთან ერთად, როგორიცაა ბრენდინგი, პიარსტრატეგიის შემუშავება, პიარკამპანიების განხორციელება და სოციალური მედიის მართვა, "ხატია კომუნიკაცია" ქმნის და ავრცელებს ასევე სოციალურ რეკლამებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. კამპანიით #წიგნიგვაძლიერებს, "ხატია კომუნიკაციას" მიზანია წიგნების და კითხვის პოპულარიზაცია. 

დაჯილდოების ღონისძიება და შეხვედრა მწერალ გიორგი კეკელიძესთან

Check back soon
Once posts are published, you’ll see them here.
კონტაქტი

კონტაქტი

ტელ.: +995 555-707-858

ელ. ფოსტა: books@khatia.co

bottom of page