კრიზისული კომუნიკაცია
რეპუტაციის მართვის პროცესში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს გვიწევს საკითხების და კრიზისების მართვაც. რა უნდა იცოდეთ, თუ კომპანია გაქვთ:
-
საკითხები თქვენს კომპანიასაც აქვს გადასაჭრელი და საჭიროა ამ საკითხების მართვის სტრატეგია შემუშავდეს, რათა ისინი კრიზისში არ გადაიზარდოს.
-
აუცილებელია გამოიკვეთოს ყველა ის რისკი, რომელიც თქვენს კომპანიას აქვს. თუ თქვენი ბიზნესი უსაფრთხოდ მიგაჩნიათ, ე.ი. გჭირდებათ სპეციალისტი, რომელიც რისკებს გამოავლენს და შეგიფასებთ.
-
აუცილებლად შეიმუშავეთ კრიზისული სიტუაციების და კრიზისული კომუნიკაციის გეგმა.
სწორი ქმედებებით შესაძლებელია გარკვეული სახის კრიზისების თავიდან აცილება. კრიზისებისათვის კი უნდა იყოს დღესვე მზად. თუ ამ პროცესში ჩვენი დახმარება გჭირდებათ, დაგვიკავშირდით.
ღირებულება - 7500 ლარიდან სამუშაოს სირთულის და მოცულობის გათვალისწინებით