Sat, Jun 06
|ონლაინ შეხვერა
კურსი: კრიზისები, საკითხები და რეპუტაციის მართვა
კომპანიის შედეგებში რეპუტაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის. კურსი დაგეხმარებათ გადაჭრათ კომპანიის საკითხები და გაუმკლავდეთ კრიზისებს ეფექტურად და დროულად.

Time & Location
Jun 06, 2020, 7:00 p.m. GMT+4 – Jun 27, 2020, 8:30 p.m. GMT+4
ონლაინ შეხვერა
About the event
რას ისწავლით
კრიზისებთან გამკლავება ადრე თუ გვიან ყველა კომპანიას და ყველა პიარ სპეციალისტს უწევს. თუმცაღა, ეს სფერო კრიზისის დადგომამდე მივიწყებულიცაა. ამ ერთდღიანი კურსის მეშვეობით თქვენ გაეცნობით საკითხების მართვის საშუალებებს, რისკის ტიპებს, კრიზისის სიცოცხლის ციკლს და მათთან გამკლავების საშუალებებს. მოკლე შესავალს ვიდეოს სახით აქ გაეცანით. კურსში მონაწილეობა შეგეძლებათ ონლაინ რეჟიმში.
ვის გამოგადგებათ
მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე პირებს.
სპიკერის შესახებ
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "კანვეტ ფაბლიქეიშენ", "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაციას”, რომელიც ახლა უკვე კანადიდან აგრძელებს მუშაობას.
ღირებულება
ფასი: 200 ლარი
მცირე ბიზნესის მფლობელებისათვის: 150 ლარი
სტუდენტებისათვის: 100 ლარი
პირველი სამი მონაწილისათვის: 90 ლარი
განრიგი
6 ივნისი, 13 ივნისი, 20 ივნისი, 27 ივნისი
19:00-დან 20:30-მდე
გაიცემა სერტიფიკატი.