top of page

Sun, Feb 25

|

The University of Georgia

სოციალური მედიის ეფექტურად მართვა

დღესდღეობით კომპანიების დიდი ნაწილი იყენებს სოციალურ მედიას, თუმცა რამდენად ეფექტურად ვახორციელებთ ამას? გაეცანით სოციალური მედიის შესაძლებლობებს.

Registration is Closed
See other events
სოციალური მედიის ეფექტურად მართვა
სოციალური მედიის ეფექტურად მართვა

Time & Location

Feb 25, 2018, 7:00 p.m. – 9:00 p.m.

The University of Georgia, The University of Georgia, 77a Merab Kostava St, Tbilisi 0171, Georgia

About the event

რას ისწავლით

დღეს მომხმარებლები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და კომპანიებიც ამავე ქსელებით ცდილობენ მათთან ურთიერთობის დამყარებას. თუმცა მხოლოდ აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ მათი სოციალური მედიის მენეჯმენტი წარმატებულია. ამ ერთდღიანი ტრენინგის მეშვეობით თქვენ გაიგებთ, როგორ უნდა აამაღლოთ ჩართულობა თქვენს სოციალურ ქსელში და როგორ უნდა განსაზღვროთ მისი ეფექტურობა.

ვის გამოგადგებათ

კომპანიის მენეჯმენტს, სოციალური მედიის მენეჯერებს, სტუდენტებს.

სპიკერის შესახებ

ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.

ღირებულება

ფასი: 50 ლარი

სტუდენტებისათვის: 25 ლარი

Share this event

bottom of page