Sat, Apr 20
|ონლაინ შეხვერა
ვებინარი: ივენთ მენეჯმენტი
ღონისძიების დაგეგმვას და განხორციელებას დეტალებზე ორიენტირებული კადრი სჭირდება. ამ ტრენინგზე გაგაცნობთ რა გამოწვევები გელით ღონისძიების მართვისას.

Time & Location
Apr 20, 2019, 4:00 p.m. – 6:00 p.m.
ონლაინ შეხვერა
About the event
რას ისწავლით
იმისათვის, რომ ღონისძიებამ სასურველი ეფექტი მოახდინოს სტუმრებზე, საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებთან ერთად - როგორიცაა დრო, ადგილი, სტილი, სპონსორები, კვება, გართობა - სხვა უამრავი დეტალის გათვალისწინება. ღონისძიებები სხვადასხვა დანიშნულებების მატარებელია და მათი მეშვეობით კომპანიის მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. ტრენინგზე ისწავლით ღონისძიებების მიზანმიმართულად დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე გაეცნობით იმ გამოწვევებს, რომლებსაც ამ, ერთი შეხედვით მარტივი, საქმინობის დროს შეიძლება შეგექმნათ.
ვის გამოგადგებათ
ტრენინგი გამოსადეგი იქნება მენეჯმენტში მომუშავე პირებისათვის, მათთვის, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროსთან ან ღონისძიებების მართვასთან შეხება აქვს.
სპიკერის შესახებ
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.
ღირებულება
ფასი: 50 ლარი
სტუდენტებისათვის: 25 ლარი
გაიცემა სერტიფიკატი.