Wed, Feb 20
|ონლაინ შეხვერა
ვებინარი: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
ტრენინგზე შეიტყობთ რა არის CSR და როგორ უნდა განხორციელდეს ის სტრატეგიულად.

Time & Location
Feb 20, 2019, 4:00 p.m. – 6:00 p.m.
ონლაინ შეხვერა
About the event
რას ისწავლით
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) არის კომპანიის ინიციატივა, საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოების კეთილდღეობაში. ერთდღიანი ტრენინგი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ თუ როგორ უნდა შეარჩიოთ კომპანიისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და თქვენი სტრატეგიული ნაბიჯებით ხელი შეუწყოთ კომპანიის დადებით რეპუტაციასა და გაყიდვების ზრდასაც კი.
ვის გამოგადგებათ
კომპანიის მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთერთობის სფეროში მოღვაწე პირებს.
სპიკერის შესახებ
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.
ღირებულება
ფასი: 50 ლარი
სტუდენტებისათვის: 25 ლარი