Sat, Jul 20
|ონლაინ შეხვერა
ვებინარი: რეპუტაციის მართვა
კომპანიის შედეგებში რეპუტაციას უდიდესი წვლილი მიუძღვის. კურსი დაგეხმარებათ გადაჭრათ კომპანიის საკითხები და გაუმკლავდეთ კრიზისებს ეფექტურად და დროულად.


Time & Location
Jul 20, 2019, 4:00 p.m. – 6:00 p.m.
ონლაინ შეხვერა
About the event
რას ისწავლით
კრიზისებთან გამკლავება ადრე თუ გვიან ყველა კომპანიას და ყველა პიარ სპეციალისტს უწევს. თუმცაღა, ეს სფერო კრიზისის დადგომამდე მივიწყებულიცაა. ამ ერთდღიანი კურსის მეშვეობით თქვენ გაეცნობით საკითხების მართვის საშუალებებს, რისკის ტიპებს, კრიზისის სიცოცხლის ციკლს და მათთან გამკლავების საშუალებებს.
ვის გამოგადგებათ
მენეჯმენტს, ხელმძღვანელობას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მოღვაწე პირებს.
სპიკერის შესახებ
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.
ღირებულება
ფასი: 50 ლარი
სტუდენტებისათვის: 25 ლარი
გაიცემა სერტიფიკატი.