Sun, Jan 20
|ონლაინ შეხვერა
ვებინარი: ტრენდები პიარში
გაიგეთ, რა ტრენდებია დღეს პიარში და როგორი გამოწვევებისათვის უნდა ვიყოთ მზად საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები.

Time & Location
Jan 20, 2019, 4:00 p.m. – 6:00 p.m.
ონლაინ შეხვერა
About the event
რას ისწავლით
ტრენინგზე გაეცნობით საზოგადოებასთან ურთიერთობაში არსებულ ახალ ტრენდებს.
ვის გამოგადგებათ
ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ პიარ კამპანიების და სტრატეგიების მოფიქრებისას გაითვალისწინოთ ახალი, ორიგინალური საშუალებები. სავარაუდოდ, კომპანიის მენეჯმენტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებსა და სტუდენტებს.
სპიკერის შესახებ
ხატია ოძელაშვილმა საზოგადოებასთან ურთიერთობა შეისწავლა კანადაში და სწავლის პროცესში დაიმსახურა არაერთი აღიარება. აქვე მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა "მსოფლიო უნივერსიტეტების კანადის სერვისი", "ხსნის არმია", "წითელი ჯვარი", "ვინდ მობაილი" და "საერთაშორისო ამნესტია". 2015 წელს, საქართველოში დაბრუნებული სათავეში ჩაუდგა კომპანია “იფქლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას. ასწავლიდა “საქართველოს უნივერსიტეტსა” და "კავკასიის უნივერსიტეტში", სადაც კითხულობდა საზოგადოებასთან ურთიერთობას, სტრატეგიულ კომუნიკაციას, ღონისძიებების მენეჯმენტს და კრიზისულ კომუნიკაციას ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის. 2016 წლიდან ხელმძღვანელობს მისსავე დაფუძნებულ პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-ს.
ღირებულება
ფასი: 50 ლარი
სტუდენტებისათვის: 25 ლარი
გაიცემა სერტიფიკატი.