top of page

Imagination will take you everywhere

სერვისები
სერვისები

კომუნიკაცია არ შემოიფარგლება რეკლამით. წარმატების მისაღწევად გამოიყენეთ ყველა საშუალება! ჩვენ გთავაზობთ ინტეგრირებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას აქცენტით უფრო ეფექტურ და მომგებიან პიარზე. 

სააგენტო

პიარსააგენტო, სადაც კრეატივი ერწყმის სტრატეგიას

"ხატია კომუნიკაცია" კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა. ჩვენი მისიაა დავეხმაროთ კომპანიებს საქართველოში და კანადაში იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები.

 

სააგენტო 2016 წლის 5 მაისს ხატია ოძელაშვილმა დააარსა თბილისში, ხოლო კანადაში სააგენტო 2018 წლის 5 დეკემბერს დარეგისტრირდა. დღესდღეობით ვმუშაობთ ორივე ქვეყანაში. ხატიამ საზოგადოებასთან ურთიერთობა კანადის დედაქალაქში, ოტავაში შეისწავლა. მან აქვე მიიღო რიგ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება პიარის მიმართულებით.

“საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს დაფუძნება შთამაგონა იმ თვალსაჩინო პრობლემებმა კომუნიკაციაში, რომელთა გამოც კომპანიები, ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები დღეს საქართველოში ზარალს განიცდიან. ჩემ მიერ დაფუძნებული სააგენტო ახალი ხმაა საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. ჩვენ ინტეგრირებული კომუნიკაციის გეგმის შედგენისას აქცენტს პიარზე ვაკეთებთ", - ხატია ოძელაშვილი.

თითოეული განხორციელებული პროექტით "ხატია კომუნიკაცია" სააგენტოს პროდუქტებსა და სერვისებზე სხვადასხვა კომპანიების ინტერესს იწვევს.

პორთფოლიო

პორთფოლიო

ჩვენი განხორციელებულია სხვადასხვა სახის პიარ კამპანიები ოტავასა და თბილისში. პროექტებს, გრანდიოზულს თუ მცირემასშტაბიანს, ყველას დიდი ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით ვეკიდებით. 

პარტნიორები

პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი გამოცდილების და ისტორიის მქონე კომპანიები, როგორიცაა "ლუკოილი" და ასევე ახლადდაფუძნებული ბიზნესები მზარდი პოტენციალით, როგორიცაა რესტორანი "დადიანი". გახდით თქვენც ჩვენი პარტნიორი.

შეფასებები

შეფასებები

რას ამბობენ პარტნიორები

“2017 წლიდან ვთანამშრომლობთ "ხატია კომუნიკაციასთან".  მედია მონიტორინგი და ანალიზი ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია და სააგენტოს მომსახურებით ძალიან კმაყოფილები ვართ. ხატია გვეხმარება ადგილობრივი მოსახლეობის უკეთ გაგებაში, რაც მათთან კომუნიკაციის განსაზღვრაში გვეხმარება.”

— სილვი გოსენსი

"ექიმები საზღვრებს გარეშე, საქართველო", ხელმძღვანელი

კონტაქტი

დაგვიკავშირდით

Thanks! Message sent.

bottom of page