გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია

საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “ხატია კომუნიკაცია” ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და გემოვნებიან გრაფიკულ დიზაინერს, რომელსაც ინგლისურად კომუნიკაცია შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დიზაინერს, გარდა დახვეწილი ნამუშევრების შექმნისა, შეეძლოს ყოველი სამუშაოს დაწყებამდე კვლევის წარმოება და იცნობდეს ტრენდებს გრაფიკულ დიზაინში.
მოთხოვნები:
Adobe Illustrator, Photoshop, InDesign პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
შესაბამისი განათლება
კომუნიკაბელური, კრეატიული, ორგანიზებული
დროის მართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი
ანაზღაურება 1000ლ. 6 თვეში მომატების პერსპექტივით.
დაწყების თარიღი - 10 ნოემბერი
გთხოვთ, შეავსეთ ეს ფორმა https://www.georgia.khatia.ca/jobs 2 ნოემბრამდე. რეზიუმესთან ერთად აუცილებლად ატვირთეთ თქვენი პორთფოლიოც ან სამოტივაციო წერილში მიუთითეთ თქვენი პორთფოლიოს ბმული. სააგენტო მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შეეხმიანება. მადლობა და ყველას წარმატებებს გისურვებთ!