top of page

რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა?


საზოგადოებასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ ინარჩუნებს მისტიურობას. ამას სტუდენტებიც და პროფესიონალებიც ვამჩნევთ. ხშირად ამ სფეროზე ბუნდოვანი ან მცდარი შთაბეჭდილება აქვთ შექმნილი, რაც პრაქტიკაშიც ვლინდება.

საზოგადოებასთან ურთიერთობით რომ ვისარგებლოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა არის ის. მოდით, შევეცადოთ გაუგებრობები ერთად აღმოვფხვრათ. ყველამ იცის რას ნიშნავს ბუღალტერია ან იურისპრუდენცია. დროა ყველამ ვიცოდეთ რას ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობა.

 

დეფინიციების სიუხვით არ შეგაწყენთ, უბრალოდ მოკლედ განვმარტავ, რომ საზოგდოებასთან ურთიერთობა გულისხმობს კომპანიების, ორგანიზაციების და ფიზიკური პირების სტრატეგიულ კომუნიკასიას საზოგადოებასთან და მედიასთან პოზიტიური რეპუტაციის შექმნის და ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული კომუნიკაცია მიზანმიმართული და დაგეგმილი კომუნიკაციაა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მოვალეობებში შედის კომპანიისათვის:

  • კომუნიკაციის გეგმის შედგენა

  • პიარ კამპანიების დაგეგმვა და წარმოება

  • მედიასთან ურთიერთობა

  • მედიამონიტორინგი

  • ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და კოორდინაცია

  • სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება

  • ბრენდის შექმნა

  • კრიზისული კომუნიკაციის გეგმის შედგენა

  • საკითხების მართვის სტრატეგია

  • შიდა კომუნიკაციის სტრატეგია

  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დაგეგმვა

  • წლიური ანგარიშის მომზადება

რადგანას საზოგადოებასთან ურთიერთობა მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მონაწილეობას უნდა იღებდეს კომპანიის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში და ესწრებოდეს დირექტორთა თათბირს.

და ბოლოს, 'პიარი’ არაა ჯადოქრობა, რომელიც ერთ დღეში სასურველ შედეგებს მოგიტანთ. საზოგადოებასთან ურთიერთობა პროცესია. ის იწყება კვლევით, გრძელდება სამოქმედო გეგმის შედგენით და განხორციელებით, ბოლოს კი მთავრდება საქმიანობის ევალუაციით.

თქვენ რა გამოცდილებები გაქვთ ამ საკითხზე?

bottom of page