top of page

რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ლოგოს დიზაინს ვუკვეთავთ?


ლოგოს დიზაინი თქვენი კომპანიისათვის ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ლოგო, თუნდაც მცირე ბიზნესს. ის კომპანიას მეტ სანდოობას და სასურველ იმიჯს ანიჭებს. თქვენი ლოგო ბევრის მთქმელია, ამიტომ მისი დამზადება მხოლოდ პროფესიონალს უნდა ანდოთ და სათანადო დროც დაუთმოთ. ცუდ ლოგოს თქვენი კომპანიისათვის საფრთხობელის ეფექტი ექნება, კარგმა ლოგომ კი შესაძლებელია კლიენტების რაოდენობის სწრაფ ზრდას შეუწყოს ხელი.

 

რა უნდა გადმოგვცეს დიზაინერმა საბოლოოდ, როცა ლოგოს ვუკვეთავთ? საქართველოში გვქონია რამდენიმე შემთხვევა, როცა კომპანიას მხოლოდ მცირე ზომის ლოგო აქვს თან და სამუშაო ლოგო კი დიზაინერს ‘ჰყავს მძევლად’. ასეთ შემთხვევებში გვიწევს ჯერ დიზაინერის და მერე ლოგოს მოძიება. სირთულეებს რომ დააღწიოთ თავი, უმჯობესია დროულად მოითხოვოთ თქვენი შეკვეთილი ნამუშევრის საჭირო ფორმატებში გადმოცემა. აი, რა გჭირდებათ:

  1. კარგი რეზოლუციის და სიდიდის მქონე ლოგო ყველა საჭირო ფორმატში: PDF, JPG, PNG და ა.შ.;

  2. ლოგოები სხვადასხვა სოციალური მედიისთვის;

  3. გამჭირვალე ფონზე, მუქ და ღია ფონზე დასადები ლოგოს ვერსიები;

  4. ორიგინალი სამუშაო ფაილი.

რამდენი დრო სჭირდება ლოგოს დამზადებას? ეს დამოკიდებულია სირთულეზე და ასევე კლიენტზე. ლოგოს დამზადება შესაძლებელია ორ კვირაშიც მოხერხდეს. ზოგადად მის დამზადებას მეტი დრო სჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ კომპანია დიდია და გადაწყვეტილების მიღებაში ბევრი თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

რაც არ უნდა სწრაფად ვიმუშაოთ, თუ პირველივე ნიმუშით არ დაკმაყოფილდით, აუცილებლად მოგვიწევს რამდენჯერმე თქვენი ფიდბექის გათვალისწინება, რომ საბოლოო ჯამში გამართული და თქვენთვის მისაღები ლოგო შეიქმნას. რაც შეეხება ლოგოს მოდიფიკაციას, როგორც წესი, ამას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ახალი ლოგოს შექმნას.

სად გამოიყენებთ თქვენს ლოგოს?

  • სავიზიტო ბარათებზე

  • ბლანკებზე

  • ვებსაიტზე

  • სოციალურ ქსელებზე

  • ბანერებზე

  • მაღაზიაში

  • შეფუთვებზე

  • ჩანთებზე

  • მაისურებზე

  • კორპორატიულ მანქანებზე

  • და ა.შ.

გაქვთ რაიმე კითხვები გრაფიკულ დიზაინზე?

bottom of page