top of page

როგორ შევარჩიოთ კომპანიის სლოგანი?


სლოგანი კომპანიას ხასიათს სძენს და ის ბრენდის ნაწილია. კარგი სლოგანი კომპანიას შესაძლებელია რეპუტაციის შექმნაშიც დაეხმაროს. ის ასევე წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას უნდა ველოდეთ კომპანიისგან.

წარმოგიდგენიათ, რომ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას ჰქონდეს ცუდი სლოგანი? იფიქრეთ ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა “ეფელი”, “ნაიკი”, “მაკდონალდსი”.

კომპანიაზე ბევრის თქმა ადვილია, თუმცა ძალიან რთულია ყველაზე მთავარი გამოხატო რამდენიმე სიტყვით. ასე რომ მოფიქრების პროცესი ხანგრძლივია და საბოლოო გადაწყვეტილება დაფიქრებას მოითხოვს. ხანდახან საჭიროა, რომ იდეა მომწიფდეს. ეს უფრო კომპანიის დაარსების პირველ ეტაპს ეხება. ნაჩქარევი გადაწყვეტილების გაკეთება არაა რეკომენდირებული. კომპანიებმა, რომლებსაც ამბიციები აქვთ, უმჯობესია დროულად იზრუნონ თავიანთ სლოგანზე.

სლოგანი უნდა იყოს:

  1. ადვილად გამოსათქმელი

  2. ადვილად დასამახსოვებელი

  3. ხაზს უსვამდეს იმას, რასაც კომპანია გვპირდება

  4. განასხვავებდეს მას სხვა კომპანიებისგან

  5. დადებით განწყობას ქმნიდეს

  6. მარტივი, მარტივი, მარტივი

  7. საუკეთესო შემთხვევაში ის ამავდროულად არის კომპანიის მოწოდებაც (ე.წ. call to action)

კარგი კომპანია ცუდი სლოგანით წარმოუდგენელია. თუმცა, მხოლოდ კარგი სლოგანით კომპანიის რეპუტაცია ვერ ამაღლდება. აუცილებელია, რომ კომპანია მის პირობას ამართლებდეს.

კარგი სლოგანები:

  • იფქლი - გულით გამომცხვარი (სააგენტო: ხატია კომუნიკაცია)

  • სმარტი - ხარისხი დეტალებში

  • საქართველოს ბანკი - იგრძენი მომავალი

  • მანიშოპი - ყველაფერი შესაძლებელია! (სააგენტო: ხატია კომუნიკაცია)

  • მაგთი - კავშირი თქვენს სამყაროსთან (ჩვენ 'თქვენს' გამოვაკლებდით)

  • Apple - think different

  • Disney World - the happiest place on earth

  • Nike - just do it

  • De Beers - a diamond is forever

  • Bissell - life's messy, clean it up.

  • Dunkin' Donuts - America runs on dunkin

  • McDonald's - I'm lovin' it

  • Nokia - connecting people

  • TVO - makes you think

  • Volkswagen - das auto

  • Qameleoni - make an impression (სააგენტო: ხატია კომუნიკაცია)

თქვენ რომელი კომპანიის სლოგანი გახსენდებათ? ან რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? გინახავთ სლოგანი, რომელმაც მართლა გაგაოცათ?

bottom of page