top of page

როგორ გავაუმჯობესოთ კომპანიის კომუნიკაცია?


ყოველდღიურად ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლულნი, თუმცა ბიზნესის გასაუმჯობესებლად წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა ვფიქრობდეთ სტრატეგიულ საკითხებზე, ამიტომ კარგი იქნება, თუ დეკემბრის განმავლობაში კომპანიას მომავალი წლისათვის შეამზადებთ. ახალი წელი ხომ ისედაც ყოველთვის სიახლეებთან და ახალ გეგმებთან ასოცირდება. იმისათვის, რომ კონკურენტებზე ბევრად წინ იყოთ, აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ:

კომუნიკაციის სტრატეგია

კომუნიკაციის სტრატეგია უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც თქვენი ბიზნესის პიარისათვის ყველა აუცილებელ საკითხს ითვალისწინებს.

კომუნიკაციის გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა ბიზნესსა და თქვენს ინდუსტრიაში ტრენდების ანალიზი, კონკურენტების ანალიზი, თქვენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენა, სამიზნე ჯგუფების სწორად განსაზღვრა, უნიკალური სტრატეგიის შემუშავება და ამ ყველაფრის დროში და ბიუჯეტში გაწერა. კომუნიკაციის გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა ამ მიმართულებებს: პიარ კამპანია, მარკეტინგული აქტივობები, რეკლამა, მედიასთან ურთიერთობა, სოციალური მედია, ღონისძიებები.

როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავლისმომცველი დოკუმენტია. მის სრულფასოვნად მომზადებას მინიმუმ ოთხი კვირა სჭირდება. ჩვენი რჩევაა, ახლავე დაიწყოთ ამ დოკუმენტზე მუშაობა, რათა მომავალი წლიდან უკვე გაწერილი გეგმით იხელმძღვანელოთ. გეგმის შედგენა შეუძლია კომუნიკაციის სპეციალისტს, სააგენტოებს და მათ შორის ჩვენც. მოგვმართეთ!

სოციალური მედიის სტრატეგიული წარმოება

დღესდღეობით კომუნიკაციის დიდი ნაწილი ხორციელდება სოციალური მედიის მეშვეობით. სამიზნე აუდიტორიის, მათი სოციალური არხის და მათზე მორგებული კომუნიკაციის სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია. სოციალური მედია გვეხმარება (პოტენციურ) მომხმარებლებთან ურთიერთობების და კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესებაში. ამ შესაძლებლობის გაცდენა დაუშვებელია, რადგანაც თავისთავად კომუნიკაცია არის უსასყიდლო. რა ფასი აქვს ურთიერთობებს და რეპუტაციას, ეს თავად განსაჯეთ.

ვებსაიტი

ცხოვრება, მოთხოვნები, გემოვნებები, პირობები, შესაძლებლობები იცვლება და თქვენი ვებსაიტიც უნდა ასახავდეს ამ და თქვენი ბიზნესის სხვა ცვლილებებს. თუ თქვენს კომპანიაში ვებსაიტის მუდმივ დახვეწაზე ყოველკვირეულ რეჟიმში არავინ ზრუნავს, დროა პერიოდულად მაინც იზრუნოთ აუცილებელ განახლებებზე. თუ ვებსაიტი ჯერ არც კი აქვს თქვენს ბიზნეს, დეკემბერში შემოსულ შეკვეთებზე “ხატია კომუნიკაცია” შემოგთავაზებთ 50%-იან ფასდაკლებას.

კრიზისული კომუნიკაციის სტრატეგია

მიუხედავად წარმატებისა, შესაძლოა კრიზის წინაშე ყველა აღმოვჩნდეთ. მედიაში უამრავი კომპანია ნეგატიურად ხვდება კიდეც და სავალალოა, როდესაც გუნდი ამ სირთულეებზე საპასუხოდ მზად არაა. პრობლემების უმეტესობა რჩება უპასუხოდ.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ კომპანიებთან ვიმუშაოთ კრიზისული სიტუაციების მართვაზე და მოვძებნოთ მათი მოგვარების ეფექტური გზები. ინფორმაციისათვის, შესაძლებელია საკითხების და კრიზისების მართვის გეგმის შემუშავება.

თუ თქვენსავე კომპანიაში შეგიძლიათ შესაბამისი კადრის მომზადება, ამაზე ზრუნვა დღესვე დაიწყეთ. გჭირდებათ სამოქმედო გეგმა და კარგად მომზადებული სპიკერი, ვინც კრიზისულ სიტუაციაში მედიის წარმომადგენლებს გასცემს პასუხებს.

კვლევა

წლის განმავლობაში თქვენს მომხმარებლებს შთაბეჭდილებები შეექმნათ ან არ შეექმნათ თქვენს კომპანიზე, პროდუქტებსა და სერვისზე. ნუ გააცდენთ შესაძლებლობას, ჩაატარეთ გამოკითხვა. ის დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი. საუკეთესო რეზულტატების მიღების შემთხვევაში, შეგეძელბათ თავი მოიწონოთ და იზეიმოთ თქვენს გუნდთან ერთად.

თქვენ რა თადარიგს იჭერთ კომპანიაში?

bottom of page