top of page

სტაჟირების პროგრამა პიარ სააგენტოში “ხატია კომუნიკაცია”


„ხატია კომუნიკაცია“ კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტოა, რომელმაც ბაზარზე სწრაფად დაიმკვიდრა თავი. იმისათვის, რომ დაინტერესებულ სტუდენტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გამოცდილებების მიღების საშუალება მიეცეთ, “ხატია კომუნიკაცია” შერჩეულ კანდიდატებს ერთთვიანი სტაჟირების პროგრამას სთავაზობს.

“როცა თავად მიიღებ კომპანიების კომუნიკაციის დაგეგმვაში მონაწილეობას და შემდეგ მუშაობის შედეგებს რეალურ სამყაროში ხედავ, ეს გძენს არამარტო მეტ პრაქტიკულ ცოდნას, არამედ საკუთარი თავის ნდობასაც”, - განაცხადა თამარ ბადუაშვილმა, რომელიც “ხატია კომუნიკაცია”-ში ახლა გადის სტაჟირებას.

სტუდენტებს მუშაობის პროცესში მითითებები ეძლევათ, ხოლო სტაჟირების დასრულებისას სერტიფიკატი და რჩევები, რომლებიც მომავალ საქმიანობაში დაეხმარებათ.

“ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ მომავალი პიარ სპეციალისტების პრაქტიკულ მომზადებაში. სტუდენტებს ვუქმნით სუკუთარი იდეების გამოხატვისა და განხორციელებისთვის შესაბამის გარემოს, რათა ისინი მომავალში ჩამოყალიბდნენ კვალიფიციურ სპეციალისტებად და თავის მხრივ წვლილი შეიტანონ საქართველოში კომუნიკაციის სფეროს გაუმჯობესებაში”, - განაცხადა სააგენტოს დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

სააგენტოში სტაჟიორების შერჩევა ყოველთვიურად ხდება და ამის შესახებ ინფორმაციის კომპანიის სოციალურ ქსელზე, ლინკდინზე ქვეყნდება.

bottom of page