top of page

როდის არ უნდა დავუკვეთოთ კომუნიკაციის გეგმა?


კომუნიკაციის გეგმა, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტია, ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა ის კომპანიისათვის გამოუსადეგარი ხდება. ეს თქვენ რომ არ დაგემართოთ, გაითვალისწინეთ:

  • განსაზღვრეთ კომპანიის მიზანი - მიზნიდან გამომდინარე გეგმა სულ სხვადასხვა სახეს შესაძლოა იღებდეს, ამიტომ კომპანიამ ზუსტად უნდა გაიაზროს რისი მიღწევა სურს კომუნიკაციით. ცნობადობის ამაღლებაა მიზანი, ურთიერთობების გაუმჯობესება, თუ რაიმე სხვა კონკრეტული დავალება? ზუსტად განსაზღვრეთ, რისი მიღწევაა თქვენი კომპანიისათვის პრიორიტეტული ამ ეტაპზე.

  • იყავით რეალისტური ბიუჯეტის განსაზღვრისას - წინასწარ უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი სარეკლამო და პიარ აქტივობებისათვის. თუ გეგმა 100,000-იან ბიუჯეტზე გაიწერება, საუკეთესო იდეებიც რომ იყოს მასში, არ გამოგადგებათ, თუ თქვენი ბიუჯეტი რეალურად მხოლოდ 5,000 ლარია. შესაბამისად, თუ მეტის შესაძლებლობა გაქვთ, თქვენ კი ბიუჯეტს მწირს განსაზღვრავთ, სასურველი შედეგის მისაღწევად თქვენს სრულ პოტენციალს ვერ გამოიყენებთ . ასევე, თუ ბიუჯეტი პრომოციისათვის იმაზე ცოტაა, ვიდრე საკომუნიკაციო გეგმის შედგენის ღირებულება, აქაც, უმჯობესია შეკვეთისაგან თავი შეიკავოთ.

  • გამოყავით შესაბამისი ადამიანური რესურსი - კომპანიამ კარგად უნდა განსაზღვროს, გეგმის განსახორციელებად რამდენად ჰყავს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის ადამიანური რესურსი. საჭიროების შემთხვევაში კარგი იდეაა, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, პიარ სააგენტოს სპეციალისტების დახმარების გამოყენება.

  • საქმე სპეციალისტებს მიანდეთ - როცა პიარ სააგენტოს საქმეს უკვეთავთ, მათ ექსპერტიზაში იხდით ფულს. თუ თქვენს სისწორეში აბსოლიტურად დარწმუნებული არ ხართ, ნუ ჩაერევით უხეშად კომუნიკაციის გეგმის შედგენის პროცესში, რადგანაც ამან შესაძლოა გეგმის ეფექტურობა შეამციროს. მიანდეთ საქმე სპეციალისტებს.

თუ ეს ფაქტორები გათვალისწინებული გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ჩვენი დახმარებით თქვენი კომპანიის კომუნიკაციის გეგმის შემუშავებას შეუდგეთ.

bottom of page