top of page

ჩვენი 2016 წლის შედეგების საიდუმლო


ვინც თვალყურს გვადევნებთ, იცით, რომ ჯერ ერთი წლისაც არ ვართ. მიუხედავად ამისა, “ხატია კომუნიკაცია” სწრაფად განვითარდა. მოთხოვნა პროფესიონალ პიარ სპეციალისტებზე აშკარად დიდია. ყოველი განხორციელებული პროექტი იწვევს ახალ შეკვეთას, რადგანაც პარტნიორი კომპანიები კმაყოფილები რჩებიან.

ყველაზე მეტად რაც ჩვენს პარტნიორებს ხიბლავს, რა თქმა უნდა, არის შედეგები. ახლახანს, ჩვენს მიერ შექმნილი ბრენდი, რესტორანი “დადიანი” გახსნიდან მეორე დღესვე მოხვდა ცნობილ ტელესერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”. შეუძლებელია ასეთი შედეგებით უკმაყოფილო დარჩე. როგორ ვაღწევთ ამ ყველაფერს? ჩვენი წარმატების საიდუმლო არის შრომისმოყვარეობა, კრეატიულობა, ოპერატიულობა, პოზიტიურობა, ჩვენი საქმის კარგად ცოდნა და უნარების მრავალფეროვნება.

“ხატია კომუნიკაცია” დავაარსე 2016 წლის 5 მაისს და ბოლო შვიდი თვის განმავლობაში არცერთი მომენტი არ ყოფილა ადვილი. ყოველდღიურად მიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რისკების გაწევა, მაგრამ მჯერა, რომ თუ საქმეზე ბოლომდე დაიხარჯები, ის აუცილებლად გამოვა.

მთავარი მაინც გუნდია, რომელზეც კომპანიამ რესურსები არ უნდა დაიშუროს და რომლის განვითარებაზეც მუდმივად უნდა იზრუნოს. თუ გუნდი არაა სწორად შერჩეული ან მათში უკმაყოფილებაა, განსაკუთრებული შედეგებიც ვერ მიიღწევა. ამიტომაცაა, რომ ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და სააგენტოს სამუშაო ადგილადაც თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო სივრცე ავირჩიე.

“კრეატიულ ოფისში მუშაობა სახალისოა. მომწონს ეს გარემო და პროექტები, რომლებზეც მუშაობა მიწევს. ხან პიარ კამპანიაა მოსაფიქრებელი, ხან კომპანიაა შესაქმნელი, ხან სოციალური მედიის წარმოებაა საჭირო … ხანაც ეს ყველაფერი ერთად. დრო ისე გადის, ვერც კი ვამჩნევ”, - ანი ზარნაძე, პიარ სპეციალისტი.

“ხატია კომუნიკაცია” კომპანიებს არამარტო პიარ სერვისებით ემსახურება, არამედ ვუზრუნველყობთ მათ გრაფიკული და ვებდიზაინით. ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა “დადიანი”, “მანიშოპ”, “ჯითიეს ელექტრონიქსი”, “დიო”, “იფქლი”, “ოფისმარტი” და კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელთა არსებობაც მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისათვის.

“გრაფიკული დიზანის ცოდნა და გამოცდილება ბეჭდვაში არის ის უპირატესობა, რასაც ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ. დიდი ხანია ამ სფეროში ვარ, მაგრამ ყოველ ჯერზე მიხარია, როცა ჩემი გუნდის წევრები და დამკვეთები ჩემ მიერ შესრულებულ დიზაინზე აღფრთოვანებას ვერ მალავენ”, - დიზაინერი, ნინო ქასოშვილი.

ამბობენ, რომ 2017 წელი მამალივით ამაყი და შემართებული იქნებაო. ჩვენ მომავალი წლისათვის ბევრი გეგმები გვაქვს, რომ 2017 წლის ბოლოსაც ჩვენი შრომის შედეგებით ვიამოყოთ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ ყველას! მადლობა ამ წლის განმავლობაში ჩვენთან თანამშომლობისათვის, ჩვენი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისათვის!

bottom of page