top of page

თქვენი კომპანიის რებრენდინგის დროა?


რებრენდინგი ნიშნავს უკვე არსებული ბრენდის განსხვავებული ვიზუალითა და კონცეფციით წარმოდგენას. რებრენდინგისას ცვლიან ლოგოს, სლოგანს, ფერებს, კონცეფციას, დასახელებას, პოზიციონირებას ან კომპანიის ღირებულებებს.

რებრენდინგის შემთხვევაში, არ არის აუცილებელი რადიკალური ცვლილებების განხორციელდეს, მაგალითად “Google”-მა ლოგო მხოლოდ გაამარტივა.

კომპანიის რებრენდინგის გადაწყვეტილებამდე შესაძლოა რამდენიმე მიზეზმა მიგიყვანოთ:

მოძველებული იმიჯი ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც განვითარების ეტაპებს ყოველდღიურად ვამჩნევთ, მათ შორის საქართველოშიც. ვითარდება ტექნოლოგიები, მომხმარებლის აღქმა, გაადვილებულია კომუნიკაცია მომხმარებელსა და კომპანიას შორის, იზრდება კონკურენტების რიცხვი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა დროულად აუწყოს ფეხი განვითარების ნაბიჯებს.

თუ თქვენი ბრენდი დროში გაჩერებული კომპანიის შთაბეჭდილებას ქმნის, ეს პრობლემაა. ამიტომ, 20 წლის წინ დაფუძნებული კომპანიისთვის რებრენდინგი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა განიხილებოდეს.

საქართველოში წარმატებით განახორციელეს რებრენდინგი, მაგალითად, “ჯეოსელმა” და “კავკასუს ონლაინმა”.

"ჯეოსელის" ძველი და ახალი ლოგო

"ჯეოსელის" ძველი და ახალი ლოგო

"სტარბაქსი" წლების მიხედვით

"კოკა კოლას" ლოგო წლების მიხედვით

ცუდი რეპუტაცია თუ კომპანიის რეპუტაციას საფრთხე შეექმნა ან მისი არსებობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რებრენდინგი ერთ-ერთი გამოსავალია. რებრენდინგის შემდეგ მნიშვნელოვანია მომხმარებელთან სწორი კომუნიკაციის წარმოება და ძველი აღქმის შეცვლა. აქ გვახსენდება “Yandex ტაქსი”, რომელიც სხვა სახელით და გამართული კომუნიკაციით უფრო წარმატებულად განახორციელებდა ბიზნესს საქართველოში.

კონკურენტებისგან განსხვავება თუ თქვენი კომპანიის კონკურენტებისაგან გარჩევა რთულია მსგავსი სახელის ან ვიზუალის გამო, იქნებ რებრენდინგის დროა, რომ იყოთ გამორჩეული.

ცვლილებები კომპანიაში თუ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, იცვლის ხედვას ან პროფილს, ამატებს ახალ პროდუქტებს, გადის უცხოეთში, ან ცდილობს განსხვავებული სამიზნე ჯგუფის მიზიდვას, რებრენდინგი შესაძლოა აუცილებლობად იქცეს.

მაგალითად, სტივ ჯობსმა ცისარტყელას ფერებში წარმოდგენილი ლოგო უფრო მარტივი და თანამედროვე დიზაინით შეცვალა. დღეს ბრენდი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.

რებრენდინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ მისი განხორციელება აუცილებლად პროფესიონალი გუნდისაგან შემდგარ პიარ სააგენტოს უნდა დაუკვეთოთ. “ხატია კომუნიკაცია”-მ უკვე რამდენიმე ბრენდის შექმნაზე იმუშავა და დაადასტურა, რომ კანადური გამოცდილების მქონე ამ სააგენტოს შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა შეუძლია.

რომელი ბრენდები მოგწონთ და როგორ ფიქრობთ, რომელი კომპანიების ბრენდინგია დასახვეწი?

bottom of page