top of page

რას ვაკეთებთ პიარ სპეციალისტები?


პიარ სპეციალისტები ვქმნით ბრენდს და ვზრუნავთ მის იმიჯზე. ასევე, კომპანიასა და საზოგადოებას შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად, ვაწარმოებთ ურთიერთობებს სხვადასხვა მხარეებთან. მაინც, რას მოიცავს ჩვენი საქმიანობა?

პიარ სპეციალისტები ვლაპარაკობთ თქვენი ბრენდის შესახებ რადიოში, ტელევიზიაში, სოციალურ მედიაში, გაზეთებსა და ჟურნალებში გაგონილი ან წაკითხული ინფორმაციის უკან, უმეტეს წილად, სწორედ ჩვენ ვდგავართ. ჩვენ მიერ მომზადებული პრესრელიზების, მოხსენებების, სიტყვით გამოსვლებისა და რეკლამის საშუალებით იგებთ ახალ ინფორმაციას სხვადასხვა კომპანიის, ბრენდისა თუ პროდუქტების შესახებ.

პიარ სპეციალისტებს შეუძლიათ მართონ კრიზისული სიტუაციები ჩვენ შეგვიძლია დავაბალანსოთ სიტუაცია გონივრული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, რადგან ჩვენ მომხდარი ფაქტის შესახებ ორივე მხარის ინფორმაციას ვფლობთ.

პიარ სპეციალისტები ცდილობენ საზოგადოებაში ახალი ჩვევების ჩამოყალიბებას რა თქმა უნდა, ყველა კომპანიის სამიზნე აუდიტორია, მოქმედების სტრატეგია და ტექნიკა შესაძლოა აბსოლიტურად განსხვავებული იყოს, თუმცა ჩვენ ყველა მათგანისათვის პოზიტიურ ისტორიას ვქმნით. ჩვენი მიზანია მომხმარებლები იცნობდნენ თქვენს პროდუქციას და სერვისებს, თქვენი კომპანია უყვარდეთ, სურდეთ თქვენი პროდუქტები და სერვისები.

ჩვენ ყოველთვის ვწერთ, ვწერთ და ვწერთ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, პიარ სპეციალისტები შესაბამის მოქმედებას ვიწყებთ. ჩვენს ძირითად საქმიანობას წერილობითი აქტივობების განხორციელება წარმოადგენს, მაგალითად, ბლოგი, სოციალური მედია, კომუნიკაციის გეგმის შედგენა, პრესრელიზებისა და სტატიების მომზადება და ა.შ. ჩვენი ძირითადი მიზანი მომხმარებელისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდებაა.

აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიასთან თქვენი სიახლეებისა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისთვის, მნიშვნელოვან როლს მედიასთან ურთიერთობა ასრულებს, სადაც ჩვენი ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას, რომელიც მედიის ყურადღებას იქცევს, შედეგად კი თქვენი ცნობადობა იზრდება. ჩვენ, პიარ სპეციალისტები, აქტიურად ვთანამშრომლობთ რადიოსთან, ტელევიზიასთან, ინტერნეტ და ბეჭდურ გამოცემებთან, სწორედ ამიტომ, კონკრეტულ სიტუაციაში, ზუსტად ვიცით, თუ რომელ მედია საშუალებაზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი.

პიარ სპეციალისტები მუდმივად ვვითარდებით ნებისმიერი კლიენტის შემთხვევაში, პიარ სპეციალისტები დეტალურად ვსწავლობთ და ვეცნობით კომპანიას, ბრენდსა თუ პროდუქტებს. შესაძლოა, ამ დროს საკუთარი უნარების განვითარებაც კი მოვახდინოთ. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა მოსაწყენი და რუტინული არასდროს არ არის.

რატომ გჭირდებათ ჩვენთან თანამშრომლობა? ჩვენ დაგეხმარებით ცნობადობის და რეპუტაციის ამაღლებაში, ზუსტად განვსაზღვრავთ თქვენი მიზნების მისაღწევად შესაბამის აქტივობებს, კრიზისული სიტუაციების დროს მივაგნებთ საუკეთესო გამოსავალს და საზოგადოებაში პოზიტიურ დამოკიდებულებას შევქმნით.

bottom of page