top of page

პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია” საქმიანობას რეგიონებში აფართოებს


პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-მ 2017 წლიდან თანამშრომლობა ქალაქ ქუთაისში არსებულ სურსათის მაღაზიათა ქსელ “დეილი”-სთან დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში პიარ სააგენტო ქსელის კომუნიკაციის სხვადასხვა ასპექტზე იზრუნებს.

“ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგანაც ვაფართოებთ ჩვენს გეოგრაფიულ არეალს და “დეილი” არის წარმატებული, საცალო გაყიდვების მქონე კომპანია დიდი პოტენციალით. ბევრმა შეიძლება ჯერ არ იცის მაღაზიათა ქსელის შესახებ, ამიტომ სიამოვნებით ვუამბობთ საზოგადოებას მეტს ამ კომპანიაზე”, - განაცხადა პიარ სააგენტოს დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

“ხატია კომუნიკაცია” არის კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტო, რომელიც თბილისში 2016 წლის მაისში დაარსდა. სააგენტო ეხმარება კომპანიებს იყვნენ ბაზარზე გამორჩეულნი, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ მათი გაყიდვები.

რაც შეეხება “დეილი”-ს, დღესდღეობით მაღაზიათა ამ ქსელში მომხმარებელს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია შეიძინოს 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი. კომპანია მომხმარებელს, პერიოდულად, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს სთავაზობს. ქუთაისის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ფილიალისა და უკვე არსებულ 10 მაღაზიაში, განსხვავებული სერვისების დამატება იგეგმება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გამოიწერეთ “დეილი”-ს და “ხატია კომუნიკაცია”-ს სიახლეები.

bottom of page