ფრედერიკ ბეგბედერი “ხატია კომუნიკაცია”-ს ახალი თანამშრომელია

პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია” მალე ახალი შემადგენლობით წარსდგება. კანადური გამოცდილების მქონე ამ სააგენტოს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ფრედერიკ ბეგბედერთან წარმატებით დასრულდა და კომპანიის კრეატივს 5 მაისიდან ბეგბედერი უხელმძღვანელებს.
“ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა კომპანიისათვის. ზუსტად 5 მაისს სააგენტო 1 წლის შესრულდება და ამ, ჩვენთვის საზეიმო თარიღს ასეთი წარმატებით აღვნიშნავთ”,- განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.
“ხატია კომუნიკაცია” ფრედერიკ ბეგბედერის თბილისში ჩამოსვლის თარიღს არ ასაჯაროებს, რათა მან შეფერხებების გარეშე მოახერხოს თბილისში დაბინავება.
“გვესმის, რომ საზოგადოებაში ბეგბედერის მიმართ დიდი ინტერესია, ამიტომ გვექნება პრესკონფერენცია, რომელზეც მეც და ფრედერიკიც მედიის ყველა კითხვებს გავცემთ პასუხს, ამაზე უკვე შეთანხმებულები ვართ”, - განაცხადა ქალბატონმა ხატიამ.
ფრედერიკ ბეგბედერი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მისი ბესტსელერის, “99 ფრანკის” მეშვეობით. იგი არის არაერთი წიგნის ავტორი, პოლიტიკური კვლევების და მარკეტინგის განათლებით. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ სარეკლამო სააგენტოში.
“ხატია კომუნიკაცია” არის კანადური გამოცდილების მქონე ქართული პიარ სააგენტო, რომელიც ბაზარზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ღირსეულ ადგილს სწრაფი ტემპით იმკვიდრებს.
ეს საპირველაპრილო ხუმრობაში გახვეული სიმართლეა. ჩვენი გუნდი შედგება იმ წევრებისაგან, ვისთვისაც თქვენი პროექტები არის მნიშვნელოვანი.