top of page

საპირველაპრილო პიარ აქტივობები


1 აპრილს, ტყუილის დღეს მსოფლიო აღნიშნავს. ამ დღეს კომპანიებიც ცდილობენ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან და სახალისო ამბების დაანონსებით გვახსენებენ თავს. რაც უფრო კრეატიულია იდეა, მით უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იგი და მისი გამავრცელებელი კომპანია.

საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ხუმრობა „იფქლმა" გაავრცელა. მათ 1 აპრილს დააანონსეს ახალი პროდუქტი, შეფუთული ცომი, რომელიც შეფუთვაზე დაწკაპუნებით იწყებს ცხობას და სახლში მიტანამდე ცხვება. ამ არარეუალური პროდუქტის გამოშვებამ ფეისბუქზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და “ახლად გამომცხვარი”-თ მედიის წარმომადგენლებიც კი დაინტერესდნენ.

უცხოურო კომპანიების მაგალითები კი ასეთია:

ფეხსაცმელი სელფისთვის ფეხსაცმლის კომპანიამ თავისი მომხმარებლებისათვის სელფის გადასაღებად ახალი ფეხსაცმელი დაანონსა. მათი თქმით, სელფის ჯოხი უკვე საჭირო აღარ იქნება, როგორც კი “Miz Mooz” სპეციალურ ფეხსაცმელს ჩაიცმევთ.

პირველი ოპტიკური ლინზა ბრიტანულმა კომპანიამ „Specsavers”-მა პირველი ოპტიკური ლინზა აღმოაჩინა, რომელსაც მონა ლიზა ატარებდა და მის ცნობილ ნახატზეც შესამჩნევი გახდა.

აპლიკაცია თქვენი კატისთვის “Google”-იც ყოველ 1 აპრილს ახალ-ახალ სახალისო იდეებს გვაწვდის. ერთხელ მათ აპლიკაციები შინაური ცხოველებისათვის დააანონსეს. წარმოიდგინეთ თქვენი ძაღლი ან კატა, რომელიც გუგლის აპლიკაციებით თამაშობს და ტელეფონს თქვენ არ გითმობთ.

კოკა-კოლა ჰელიუმით „კოკა-კოლა”-მ 2017 წელს კი ყველაზე პოპულალური გამაგრილებელი სასმელის შემადგენლობაში ჰელიუმის დამატება დაანონსა, რომელიც ყოველ ყლუპზე თქვენს ხმას შეცვლიდა.

თქვენ რომელი საპირველაპრილო ხუმრობები გახსენდებათ?

bottom of page