რა უნდა გააკეთოს პიარ სპეციალისტმა პირველ კვირაში

ყველამ ვიცით, რომ გასაუბრება სტრესთან არის დაკავშირებული, თუმცა არავინ ყვება ისტორიებს იმის შესახებ, რამხელა ნერვიულობის მომტანია პირველი დღეები ახალ სამსახურში, მიუხედავად იმისა, როგორი კეთილგანწყობილი გუნდიც არ უნდა დაგხვდეს იქ. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი თითქოს სწორედ ახლაა თავი საუკეთესო რაკურსით დაანახო ყველას და შთაბეჭდილებაც შესაბამისი დატოვო.
ახალი სამსახურის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია პირველ კვირაში ნებისმიერ საქმეს გაართვათ თავი, ამიტომ პირველ რიგში დამშვიდდით! ეცადეთ არ ინერვიულოთ, თქვენი მოწონება იმით არ განისაზღვრება რამხელა ბენეფიტს მოუტანთ ორგანიზაციას მუშაობის პირველ დღეებში. გახსოვდეთ, რომ თქვენი უფროსიც ყოფილა თქვენს სიტუაციაში. ნუ ეცდებით ყველაფრის გაკეთებას, იფიქრეთ იმაზე, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა გაეცნოთ სიტუაციას, გაიცნოთ თანამშრომლები, უფროსი და ის საქმე, რომელიც უნდა აკეთოთ. გაეცანით ოფისის წესებს, მაქსიმალური დრო დაუთმეთ თანამშრომლებთან ურთიერთობას, არ დაახარისხოთ კითხვები, დასვით ნებისმიერი კითხვა და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი. იყავით ინიციატორები და თქვენ ყველაფერი გამოგივათ!
P.S.: გაარკვიეთ სად კეთდება ყავა! წარმატებები თქვენ.