როგორ შევამოწმოთ ინფორმაციის სიზუსტე?

ინტერნეტ სივრცეში, ყოველდღიურად, პიროვნებებისა თუ კომპანიების შესახებ უამრავ ინფორმაციას ვაწყდებით. სიახლე, რომლის სათაურიც მეტ ინტრიგას ტოვებს, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს და სწრაფად ვრცელდება. რეალობაა, რომ ნეგატიურ სიახლეებს უფრო მეტი დაინტერესება აქვს და სოციალურ ქსელებში მას ყველა განიხილავს.
თუმცა, სამწუხაროდ, ინფორმაციის სიზუსტეს არც მისი გამავრცელებელი და ხშირად, არც თავად ავტორი არ ამოწმებს. გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ, საბოლოოდ შესაძლოა როგორც პიროვნების, ასევე, კომპანიის იმიჯსაც გარკვეული საფრთხე შეუქმნას.
ინფორმაციის სიზუსტეში დასარწმუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე მარტივი გზა:
ინფორმაციის გავრცელების წყარო - ვინ არის სტატიის გამავრცელებელი და რამდენად სანდოა აღნიშნული ორგანიზაცია? მიჰყევით მათ ბმულს და დეტალურად შეისწავლეთ მათი გვერდი.
სათაური - შესაძლოა სტატიის სათაური მის ქვეშ არსებულ ინფორმაციას საერთოდ არ შეესაბამებოდეს. ასეთ შემთხვევაში, ავტორი ცდილობს დაინტერესება სათაურით გამოიწვიოს, სამწუხაროდ.
ავტორი - ყველა სტატიასა თუ ინტერვიუს ბოლოს შესაბამისი ავტორის მონაცემებია მითითებული. შეამოწმეთ რამდენად სანდოა ეს ადამიანი, მოძებნეთ მის მიერ მომზადებული სხვა სტატიები და შეაფასეთ მისი სანდოობა.
სხვა წყაროები - თუ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია სხვადასხვა ბმულებით არის დაკავშირებული, მიჰყევით მათ და გადაამოწმეთ მათი სიზუსტე. მოძებნეთ მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სხვა გვერდებზეც.
ინფორმაციის სისწორეს თქვენ როგორ ამოწმებთ?