top of page

კომპანია “დეილი”-ს ახალი ბრენდბუქი


პიარ სააგენტო “ხატია კომუნიკაცია”-მ მუშაობა კომპანია “დეილი”-ს ბრენდბუქზე დაასრულა. “დეილი” იმერეთში 3 წლის წინ გამოჩნდა და რეგიონში 13 მარკეტის ქსელს ფლობს. კომპანიის მისიაა სასიამოვნო და მარტივი გახადოს თქვენთვის ყოველდღიური საყიდლები.

რამდენიმე კვირიანი მუშაობის შედეგად შეიქმნა კომპანიის ახალი ბრენდბუქი - დაიხვეწა ლოგოს დიზაინი, ფერები და ფონტი. სლოგანის შერჩევისას - საუკეთესო არჩევანი ყოველდღე! - გათვალისწინებულ იქნა დამფუძნებლების, თანამშრომლების და მომხმარებლების აზრი.

“ხატია კომუნიკაცია” არის კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტო. მისი მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე.

bottom of page