top of page

15 საუკეთესო პიარ სააგენტო მსოფლიოში


საინტერესო იქნება, თუ საქართველოს ფარგლებს გავცდებით და პიარ სააგენტოებს გლობალურ ბაზარზე გავეცნობით. წარმოგიდგენთ 15 საუკეთესო საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აპელირებს:

#1 Edelman "Edelman" ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1952 წელს, დენიელ ედელმანის მიერ დაარსდა. კომპანია მოგვიანებით ედელმანის შვილს - რიჩარდ ედელმანს ერგო მემკვიდრეობით.

Edelman მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გავლენიან პიარ სააგენტოდ ითვლება. 2015 წელს, კომპანიის შემოსავალმა $854,576,000 შეადგინა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა კი 5849-ს ითვლის. "Edelman"-ის კლიენტების სიაში არიან: Lipton, MTV, Starbucks, Microsoft.

#2 Weber Shandwick 1921 წელს მარკეტინგულმა კომპანია "IPG Group"-მა, კომპანია "Shandwick Group" შეისყიდა და დააფუძნა ახალი პიარ სააგენტო "Weber Shandwick". სახელწოდებიდან პირველი გვარია, ხოლო მეორე ადგილის დასახელება.

Weber Shandwick-ის ოფისები მსოფლიოს 81 ქვეყანაშია გადანაწილებული. კომპანიის კლიენტების სიაში შეხვდებით: Amazon.com, Eli Lilly & Co., American Airlines, Samsung. 2015 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა $775,000,000 შეადგინა.

#3 FleishmanHillard "FleishmanHillard" -ის სახელი მისი დამფუძნებლების გვარებს: ალფრედ ფლაიშმანს და ბობ ჰილარდს უკავშირდება. კომპანია 1946 წელს ამერიკაში დაარსდა და მის სამიზნე აუდიტორიას ამერიკასთან ერთად, არაბული ქვეყნებიც წარმოადგენენ. 2015 წლის მონაცემებით კომპანიის შემოსავალი $580,000,000-ია.

#4 Ketchum "Ketchum" ამერიკული კომპანიაა, მისი დამფუძნებელი ჯორჯ კეჩამი გახლავთ.

“90 წელი პიარში, და ჩვენ აქამდე “სტანდარტულობით” არ მოგვიღწევია”- ასეთ სლოგანს შეხვდებით სააგენტოს ვებგვერდზე. მათ კლიენტებს წარმოადგენენ: FedEx, IBM, Delta Air Lines, Chase Bank. კომპანიის შემოსავალი $530,000,000-ს შეადგენს.

#5 MSL Group "MSL Group" ფრანგული პიარ სააგენტოა, რომელიც მხოლოდ 2009 წელს დაფუძნდა, თუმცა კონკურენციას ყველა ზემოთხსენებულ კომპანიას უწევს. სააგენტოს დასახელება "Manning Selvage & Lee"-ს აბრევიატურაა და დამფუძნებლებთანაა დაკავშირებული. საზოგადოებასთან ურთიერთობა და ღონისძიებები "MSL Group"-ის ძირითადი მომსახურებაა. 2015 წლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი $480,000,000-ს შეადგენს.

#6 Burson-Marsteller "Burson-Marsteller" 1953 წელს ამერიკაში გაიხსნა. მისი დამფუძნებლები ჰალორდ ბურსონი და უილიამ მარსტელერი გახლავთ.

კომპანიას არაერთი ჯილდო აქვს აღებული, მათ შორის:

  • PR News' PR People Awards 2016 - Media Relations Professional of the Year

  • 2016 PRSK Awards – Internal Communication Campaign of the Year

  • Silver MEPRA Award 2016 – Live Event Launch or Stunt

კომპანიის შემოსავალი 2015 წლის მონაცემებით $480,000,000-ს შეადგენს.

#7 Hill+Knowlton Strategies "Hill+Knowlton Strategies" 1927 წელს ჟურნალისტმა და ბიზნესმენმა ჯონ ჰილმა და მისმა პარტნიორმა დონ ნოვლტონმა დააარსეს. ეს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და ბრენდინგზე ორიენტირებული კომპანია 45 ქვეყანაში 85 ოფისს ფლობს. "Hill+Knowlton Strategies"-ის შემოსავალი $385,000,000-ს ითვლის.

#8 Havas PR "Havas PR" ფრანგული კომპანია, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია მსოფლიოს 75 ქვეყანაში მოღვაწეობს. შემოსავალი 2015 წლის მონაცემებით 225,000,000 $-ს შეადგენს.

#9 Brunswick "Brunswick" ინგლისური კომპანიაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა. კომპანიის სახელი გერმანიის ერთ-ერთ ქალაქის სახელწოდებიდან მოდის. სააგენტოს მთავარი მიმართულება კორპორატიული ურთიერთობები და კრიზისული კომუნიკაცია გახლავთ. მათი 23 ოფისი მსოფლიოს 14 ქვეყანაშია გადანაწილებული. შემოსავალი კი $220,000,000-ს შეადგენს.

#10 Cohn & Wolfe “45 წელი ბიზნესში და ჩვენ ისეთი ბასრები ვართ, როგორც არასდროს”, ასე ახასიათებს საკუთარ თავს "Cohn & Wolfe". კომპანია ბობ ქონმა და ნორმან ვულფმა დააარსეს. "Cohn & Wolfe" კომპანიის ოფისები აფრიკაში, აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ლათინო ამერიკაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ ამერიკაშია განთავსებული. კომპანია PR თან ერთად სარეკლამო კამპანიებსაც აწარმოებს. კომპანიის შემოსავალი $200,000,000-ს შეადგენს.

#11 Media Consulta International “მსოფლიო სავსეა იდეებით”, ასეთი სლოგანის მქონე კომპანია "Media Consulta International" გერმანიაში დაფუძნდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობს. კომპანია გერმანიის ლიდერ პიარ კომპანიად არის აღიარებული. გამოცდილება, 80-მდე ოფისი და $162,317,350 შემოსავალი, - ასეთია კომპანიის მოკლე დახასიათება.

#12 BlueFocus ამერიკიდან და ევროპიდან აზიაშიც გადავინაცვლოთ. 5,000 თანამშრომელი და 100 ოფისი 10-ზე მეტ ქვეყანაში, ასეთია ჩინური პიარ კომპანია "BlueFocus". რატომ Blue? იმიტომ, რომ ლურჯი ჩინეთში მაღალტექნოლოგიურ ფერად აღიქმება. სააგენტო 1996 დაფუძნდა და ქვეყანაში პირველობას არ თმობს. კომპანია ოპერირებს მარკეტინგის, პიარის, დიზაინის და ბრენდინგის განხრით. შემოსავალი $245,055,843-ს შეადგენს.

#13 Porter Novelli კომპანია Porter Novelli 40 წელია რაც ამერიკაში დაფუძნდა. მისი დამაარსებლები ჯეკ პორტერი და ვილიამ ნოველი გახლავთ. კომპანიის კლიენტების სიაში თქვენ შეხვდებით: 7 UP, Ice Bucket Challenge, GLENFIDDICH, HP. კომპანიის შემოსავალი $127.000.000-ია.

#14 APCO Worldwide

"APCO Worldwide"-ის დამფუძნებელი გახლავთ მარჯერი კრაუსი, რომელმაც APCO მსხვილი მარკეტინგული კომპანიის Arnold & Porter-ის შვილობილ კომპანიად დააარსა. ამერიკული კომპანიის 650 თანამშრომელი მსოფლიოს 40 ქვეყანაშია გადანაწილებული. კომპანიის შემოსავალი 119,858,300 $-ს შეადგენს.

#15 Huntsworth Health "Huntsworth Health" - ნადირობა ღირს ჯანმრთელობისთვის, ამ სახელწოდების კომპანია ინგლისში დაარსდა და სტრატეგიულ და კრეატიულ კომუნიკაციაზე მუშაობს. კომპანიის კლიენტების სიაში თქვენ ნახავთ: Roche, Shire, Johnson-Johnson. შემოსავალი კი $107,004,000-ით განისაზღვრება.

bottom of page