top of page

პიარ სააგენტო „ხატია კომუნიკაცია” 1 წლის გახდა!


დღეს, 5 მაისს, კანადური გამოცდილების მქონე პიარ სააგენტო „ხატია კომუნიკაცია” 1 წლის გახდა.

აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს მიერ შეიქმნა შემდეგი ბრენდები, როგორებიცაა: რესტორანი „დადიანი”, “ბონ რეპა”, ტურისტული სააგენტო “თრეველ ენდ თრექ თურს” და “ბონ ვოიაჟ”. კომპანიამ განახორციელა “დეილის”, “დიოს” და “ბრიქსის” რებრენდინგი. საბოლოოდ კი, 1 წლის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 15-მდე კომპანიასთან ითანამშრომლა საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

“ჩემი გამოცდილებებიდან ვხვდები, რომ ჩვენში წარმატების დიდი პოტენციალია. დღეს ჩვენი სერვისებით უკვე უცხოელებიც არიან დაინტერესებული და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. ვფიქრობ, კადრების მუდმივად განვითარებით, კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ. მადლობა ყველას კომპანიის წარმატებაში თავისი წვლილის შეტანისათვის,” - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, ხატია ოძელაშვილმა.

"ხატია კომუნიკაცია" სწრაფი ტემპით ვითარდება. თითოეული განხორციელებული პროექტი იწვევს მეტ ინტერესს და მოთხოვნას ამ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე. სააგენტოსთან თანამშრომლობენ უცხოური და ქართული კომპანიები.

bottom of page