“დიოს” ახალ ბრენდბუქზე "ხატია კომუნიკაციამ" იმუშავა
ახლახანს დავასრულეთ კომპანია “დიო”-ს ბრენდბუქზე მუშაობა. "დიო" 1996 წელს დაარსდა და ერთ-ერთი ლიდერია ინდუსტრიაში. ბრენდბუქის შექმნა, რომელიც ყველასთვის მისაღებია, ადვილი არაა. სხვადასხვა ვერსიების განხილვის შემდეგ შევარჩიეთ სტილი, რომელიც 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას უფრო შეეფერება. ასევე, შეიქმნა სხვადასხვა პრომო მატერიალის დიზაინი, რომელიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კიდევ ერთი საინტერესო სამუშაო პროცესი წარმატებით ჩავამთავრეთ. ველით თქვენს შეფასებას.