top of page

როგორ წამოვიწყოთ ბიზნესი?


ხშირად, ბიზნესი გარკვეული პრობლების მოგვარების გამო იქმნება, რაც საბოლოოდ, კომპანიის მისია ხდება. თუმცა, სანამ იდეის განხორციელებას გადაწყვეტთ, თავდაპირველად იფიქრეთ მომავალზე, როგორ და რა ეტაპზე ხედავთ თქვენს იდეას რამდენიმე წლის შემდეგ? სტარტაპის დაწყებისას, დარწმუნდით, რომ თქვენ ამ საქმის ნამდვილი ექსპერტი ბრძანდებით, ადამიანები კი, რომლებიც თქვენთან ერთად მუშაობენ, გუნდურობის პრინციპს იცავენ და საკუთარ თავს არ ზოგავენ. განსაზღვრეთ ვინ შეიძლება იყოს თქვენი მომხმარებელი ასაკის, სქესისა და ინტერესების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კონკურენტი კომპანია ამ სფეროში უკვე არსებობს, ეცადეთ, რომ მომხმარებელს გაუმჯობესებული ხარისხი და ინოვაციური ტექნოლოგია შესთავაზოთ. გახდით უფრო თავდაჯერებული და წარადგინეთ თქვენი სტარტაპი როგორც სფეროს ექსპერტმა. ნუ დაიხევთ უკან მწვავე კრიტიკის გამო. კრიტიკა კარგი საშუალებაა, რომ თქვენი საქმიანობა კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ზუსტად გაიგოთ რა არის პოტენციური მომხმარებლისთვის უფრო მისაღები. და ბოლოს, მიმართეთ გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც თქვენი იდეის დახვეწაში და თქვენი ბიზნესის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებიან, იქნება ეს ბრენდინგი, თუ გამართული სტრატეგიის შექმნა. წარმატებებს გისურვებთ!

bottom of page