გჭირდებათ თუ არა ბრენდბუქი?
ბრენდის ჩამოყალიბება იწყება იდეით და შემდეგ ეს იდეა წესების სახით ბრენდბუქში იყრის თავს. გაინტერესებთ, თქვენც გვჭირდება თუ არა ბრენდბუქი?

ბრენდბუქი ყველა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ის გვეხმარება ჩვენი კომპანია საზოგადოებამ სწორად აღიქვას. ლოგო, ფერი, სლოგანი - ყველაფერი ეს მომხმარებლის მეხსიერებაში რჩება და ხშირად, საჭირო მომენტში გადაწყვეტილების მიღებაშიც ეხმარება.
მხოლოდ ლოგო ბრენდი არაა, არამედ ის ბრენდის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ თქვენს კომპანიას მხოლოდ ლოგო აქვს, იცოდეთ, რომ ბრენდინგის შესაძლებლობებს სრულად არ იყენებთ.
ბრენდბუქი დაგეხმარებათ იყოთ ერთგვაროვანი. როცა ყველა დიზაინერი, ვინც კი თქვენს კომპანიასთან ითანამშრომლებს, ერთიდაიგივე ლოგოს გამოიყენებს, მხოლოდ თქვენი ბრენდბუქით დასაშვებ ფერში, გექნებათ შერჩეული ფონტი, სტილი და ტონი, თქვენი დამახსოვრება და ამოცნობა იქნება ყველასათვის ადვილი.
ბრენდბუქით განისაზღვრება კომპანიის მისია და ღირებულებები.
ბრენდბუქი დაგაზოგინებთ დროს და თანხებს, რადგანაც ყოველ საჭიროებაზე ძირითადი ელემენტების თავიდან მოფიქრება არ მოგიწევთ. გადასცემთ თქვენს დავალებასთან ერთად კომპანიას თქვენს ბრენდბუქს და მათთვის გასათვალისწინებელი დეტალები ნათელი გახდება.
დიდ კომპანიებს დაგეხმარებათ სხვადასხვა ფილიალებში ყოველი მენეჯერისათვის ბრენდის წესები ცნობილი იყოს, ხოლო სტარტაპებს ბრენდბუქი სოლიდურ საფუძველს შეგიქმნით და ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ წარმოგაჩენთ.
გადახედეთ ჩვენს პორტფოლიოს და ბრენდბუქის შესაქმნელად დაგვიკავშირდით. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ამ საქმეში.