დირექტორი, მენეჯერი, კოორდინატორი თუ ასისტენტი?

ყოველ დღე უამრავი და განსხვავებული ვაკანსიები ცხადდება გლობალური მასშტაბით. საქართველოში უმეტესი მათგანი სიტყვა ‘მენეჯერს’ შეიცავს სამსახურებრივი როლის დასახელებაში. თითქოს ტრენდულია, ერქვას ყველას მენეჯერი, მაგრამ ხშირად ამ ტიტულის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებს ყველა.
რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ დირექტორად არ დაიბადა, სამსახურებრივი კარიერის აწყობა პირველი საფეხურიდან უწევს. თავდაპირველად ეს შეიძლება იყოს სტაჟიორის ან ასისტენტის როლი. კანადაში, მაგალითად, გარკვეული წლებია საჭირო (1-5) იმისათვის, რომ ასისტენტის პოზიციიდან კოორდინატორის პოზიციისათვის მზად იყოს კადრი. კოორდინატორი წლების გამოცდილებამ შესაძლოა მენეჯერობისათვის და დირექტორობისათვის შეამზადოს. ამ პროცესს (ასისტენტი >> კოორდინატორი >> მენეჯერი >> დირექტორი) დაახლოებით 3-დან 15 წელი სჭირდება.
გსურთ ზუსტად შეურჩიოთ თქვენს კომპანიაში თანამშრომლებს მათი როლისათვის შესაფერისი სამსახურებრივი ტიტული? მაშ დავიწყოთ.
ასისტენტი ასისტენტი ხშირად ასოცირდება თანაშემწესთან, დამხმარესთან. თავად სიტყვა ასისტენტი, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან – assist, რაც დახმარებას, ხელმძრვანელის მხარდაჭერას ნიშნავს. ასისტენტი აუარება დავალებებს შეიძლება ასრულებდეს, თუმცა ის მითითებებს ხელმძღვანელისგან იღებს. ასისტენტი მხოლოდ თავის დავალებებზეა პასუხისმგებელი. აქ, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც დაბალია.
კოორდინატორი კოორდინატორი, როგორც თვითონ სიტყვა მიგვანიშნებს, არის პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს ამა თუ იმ საკითხს. მისი ფუნქცია-მოვალეობები იმით განსვავდება ასისტენტის როლისაგან, რომ კოორდინატორს მიცემული აქვს დავალება, რომლის კოორდინაციაც და რომლის ფარგლებშიც დავალებების შექმნა თავად მოეთხოვება. კოორდინატორი არ ელის როდის ეტყვიან რა გააკეთოს, არამედ, თავისი დავალების ფარგლებში, ის თავად განსაზრვრავს შესასრულებელ დავალებებს.
მენეჯერი მენეჯერი ინგლისური სიტყვიდან managing მომდინარეობს და მართვას, ხელმძღვანელობას ნიშნავს. როგორც წესი, ეს მოიცავს, გუნდის და თანამშრომლების, მათი დავალებების მართვასაც. მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს კომპანიას ან კომპანიის რომელიმე განყოფილებას, თუმცა არ აქვს აღმასრულებელი უფლება და ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
დირექტორი დირექტორს აქვს აღმასრულებელი უფლება. ის არავის გადაწყვეტილებას არ ელის და თავადაა გადაწყვეტილების მიმღები ან მთლიანად კომპანიის მასშტაბით, ან რომელიმე დეპარტამენტის ფარგლებში, მაგალითად მარკეტინგი. დირექტორი მართავს და აკონტროლებს მენეჯერებს.
ამ ინფორმაციის ცოდნა სასარგებლოა როგორც კომპანიებისათვის, ასევე თანამშრომლებისთვისაც, რადგან თითოეულ მათგანს ეცოდინება, ტიტულის მიუხედავად რეალურად რა როლს და ფუნქციას ასრულებენ თანამშრომლები კომპანიაში.
გქონიათ ამასთან დაკავშირებული გაუგებრობები? გაგვიზიარეთ.
წარმატებები თქვენს საქმიანობაში!