top of page

როგორ მოვამზადოთ ბლოგისათვის კარგი ჩანაწერი?


სულ რამდენიმე წლის წინ ბლოგინგმა მსოფლიო მასშტაბით აიღო სტარტი და 21 საუკუნეში ის უკვე კორპორატიული კომუნიკაციის შემადგენელ ნაწილად იქცა, იმდენად, რომ ბლოგის წარმოება ჩვენი სერვისების ჩამონათვალშიც კი შედის. დღესდღეობით კი საქართველოში ბლოგინგი ნელ-ნელა ძალას იკრებს და უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ბლოგის ჩანაწერი სპეციფიკურია, ის განსხვავდება როგორც პრესრელიზისაგან, ასევე სხვა სოციალური ქსელების ჩანაწერებისაგან. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ბლოგის ჩანაწერის სწორად და კარგად ჩამოყალიბებისათვის.

სამიზნე აუდიტორიის გაანალიზება

სანამ წერას დაიწყებდეთ, აუცილებელია წარმოდგენა შეიქმნათ სამიზნე აუდიტორიაზე. სამიზნე აუდიტორიის გაანალიზება გაგიადვილებთ კონტენტის მოფიქრებას, რათა თქვენ მიერ შექმნილმა ჩანაწერებმა დააინტერესოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი.

თემა სამიზნე აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, უნდა მოიფიქროთ თემა, რომელიც თქვენს მკითხველს დააინტერესებს. რა აინტერესებს თქვენს მომხმარებელს? თავდაპირველად შეარჩიეთ ზოგადი თემა (მაგ. ბლოგინგი), წერის დროს კი შეგიძლიათ თქვენს თემას მიმართულება მისცეთ (როგორ დავწეროთ ბლოგისათვის კარგი ჩანაწერი).

საკითხვის შესწავლა სანამ თქვენ მიერ შერჩეულ თემაზე რამეს დაწერთ, კარგად შეისწავლეთ საკითხი. ამაში დაგეხმარებათ ონლაინ სივრცეში განთავსებული სხვადასხვა მასალა, თქვენი ცოდნა, პირადი გამოცდილებები და წიგნები. კარგი ჩანაწერი მხოლოდ კარგი კვლევის შედეგია. არასოდეს იხელმძღვანელოთ მხოლოდ ერთი წყაროთი. ეტიკეტი მოითხოვს, რომ ჩანაწერში გამოყენებული ყველა წყარო იყოს მითითებული.

კარგად შერჩეული სათაური ბლოგისათვის მხოლოდ კარგად შერჩეული თემა არ კმარა, რადგან ინფორმაციულ ოკეანეში, რამ უნდა გამოარჩიოს თქვენი ბლოგი თუ არა სათაურმა? იყავით კრეატიული. სათაურის გონივრულად შერჩევა ერთგვარი გამოწვევაა. უმჯობესია სათაური იყოს მარტივი, 60 სიმბოლომდე და შეიცავდეს საკვანძო სიტყვებს.

კარგი შესავალი და დასკვნა შესავალი განსაზღვრავს არამარტო თქვენი ტექსტის აზრს, არამედ მის ორიენტაციასაც, რომელიც მკითხველს შემოქმედებით ლაბირინთში შეიყვანს. მიიზიდეთ მკითხველი პირველივე წინადადებით და გაარკვიეთ თუ რას უნდა ელოდეს ჩანაწერისგან. ჩანაწერი დაამშვენეთ კრეატიული და ლაკონური დასკვნით.

მოაწესრიგეთ კონტენტი ზოგჯერ ბლოგი მრავალი სახის ინფორმაციას შეიცავს. იმისათის რომ მკითხველისათვის ვრცელი მასალა უფრო ადვილად აღსაქმელი იყოს, ბლოგი აბზაცებად უნდა იყოს დაყოფილი. ამიტომ კარგი იქნება, სანამ ბლოგის წერას დაიწყებთ, გარკვეული მონახაზი შეიმუშაოთ. ყოველთვის კარგად გამოიკვლიეთ თემა გადაამოწმეთ ფაქტები, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე უზუსტობა. არ დაგავიწყდეთ შესაფერისი კატეგორიისა და თაგების განსაზღვრა ჩანაწერისათვის.

პირადი გამოცდილებები და შთაბეჭდილებები პრესრელიზისაგან განსხვავებით, ბლოგის ჩანაწერში შეგიძლიათ თქვენი პირადი შთაბეჭდილებები და გამოცდილებები გაუზიაროთ მკითხველს. გაამდიდრეთ ჩანაწერი თქვენი თხრობის სტილით.

რედაქტირება თუ წერის პროცესში ბევრის დაწერას ცდილობთ, რედაქტირების ეტაპზე პირიქით, ეცადეთ ჩანაწერი შეამოკლოთ.ასევე, ბევრჯერ გადაიკითხეთ თქვენი ჩანაწერი ხმამაღლა, სანამ მას გაასაჯაროებთ. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ თვალის გადავლებით. პირველირიგში გაასწორეთ აგებულება, წყობა. შემდეგ კი მართლწერის საკითხებზე გადადით.

მოცულობა საბოლოოდ ბლოგის ჩანაწერი სასურველია იყოს 250-სა და 600 სიტყვას შორის. თუ თქვენი ჩანაწერი ამაზე მეტი გამოდის, შეიძლება თემის გაყოფა. გაითვალისწინეთ, რომ დიდი მოცულობის ჩანაწერის კითხვა ელექტრონულად მარტივი არაა და ამავდროულად, მკითხველს ამდენი დროც არ აქვს.

ვიზუალური მხარე გამოვიყენოთ რელევანტური სურათები. შეგიძლიათ დაურთოთ მაღალი ხარისხის ფოტოების გალერეა ან ინფოგრაფიკები, თუმცა რაოდენობას ნუ გადააჭარბებთ. სასურველია თქვენი ვიზუალური მასალა იყოს ბრენდირებული.

CTA პიარ სპეციალისტებისათვის CTA (call-to-action)-ის მნიშვნელობა კარგად ცნობილია. თქვენც ალბათ წერთ იმისათვის, რომ რაღაც მიზანი გამოძრავებთ. ისურვებდით, რომ მოიწონონ ჩანაწერი, გააზიარონ, კომენტარი დაგიტოვონ, თუ თქვენს პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნონ? უთხარით ეს თქვენს მკითხველს.

საბოლოო ჯამში, ალბათ უკვე მიხვდით, რომ ბლოგისათვის კარგი ჩანაწერის გამზადება ბევრი დეტალის გათვალისწინებას და დროს მოითხოვს. ეს ყველაფერი კი ბუნებრივად გამოუვა ადამიანს, რომელსაც წერა ძალიან უყვარს. მოგვანდეთ თქვენი კომპანიის ბლოგი ჩვენ!

bottom of page