ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ლოგოს შექმნის ისტორია - RE/MAX-ის საჰაერო ბურთი

RE/MAX უძრავი ქონების ამერიკული წარმოშობის საერთაშორისო სააგენტოა, რომლის ისტორია 1973 წლიდან იწყება და დღეს მსოფლიოს მასშტაბით 85 ქვეყანაში მას უკვე 6800 ოფისი აქვს, მათ შორისაა საქართველოც.

 

ეს რიცხვი უდავოდ კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს, თუმცა, არაფერი ხდება ერთბაშად და RE/MAX-ის ცნობადობის ამაღლებას დრო დასჭირდა. 


კომპანიის წარმატებას ხელი შეუწყო მისმა კარგმა ბრენდირებამ. დღეს წარმოუდგენელია RE/MAX მისი ლურჯი, თეთრი და წითელ ზოლიანი საჰაერო ბურთის გარეშე. მაგრამ იცოდით, რომ თავდაპირველად კომპანიას სულ სხვა ლოგო ჰქონდა? 


როდესაც RE/MAX-მა კვლევის საფუძველზე აღმოაჩინა, რომ მათი ცნობადობა მშობლიურ ქალაქ დენვერშიც კი ძალიან დაბალი იყო, საჭირო გახდა ბრენდინგში სხვა ზომების გატარება. მოწვეულმა სპეციალისტმა ხელმძღვანელებს ურჩია ლოგოდ საჰაერო ბურთი ექციათ, რასაც კომპანია არ დათანხმდა. 


დამფუძნებლები ვერც ერთი წლის შემდეგ ბრენდირებული საჰაერო ბურთის ვიდეოს ნახვამ დაარწმუნა. იდეა, რომ ის კომპანიის ლოგო გამხდარიყო, RE/MAX-ის მფლობელმა უარყო. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი კავშირი საჰაერო ბურთსა და უძრავი ქონების სააგენტოს შორის. 


რადგანაც ცნობადობის თვალსაზრისით წლობით საქმე წინ არ მიდიოდა, კომპანიაში სპეციალისტის რჩევა გაახსენდათ და მისი დახმარებით განახორციელეს რეკლამა საჰაერო ბურთის გამოყენებით. 8 კვირიანი კამპანიისა და სატელევიზიო რეკლამის შემდეგ RE/MAX-ის ცნობადობამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ბევრს დაამახსოვრდა RE/MAX-ის საჰაერო ბურთი და სლოგანი - "Above the Crowd". 1978 წლის იმ დღიდან საჰაერო ბურთი RE/MAX-ის ლოგოდ იქცა.


როგორც ხედავთ, წარმატებული ბრენდის ისტორია ხშირად წარმატებით არ იწყება. თუმცა, კარგმა პიარ სპეციალისტმა ყოველთვის იცის, რა არის საჭირო მიზნის მისაღწევად. თუ საჭიროება მოითხოვს, დაგვიკავშირდით თქვენი კომპანიის ბრენდინგისა და რებრენდინგის თაობაზე. 

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)