თქვენს ბიზნესსაც სჭირდება ბლოგი?

დიგიტალური მარკეტინგი რომ მნიშვნელოვანია კომპანიისათვის, დღესდღეობით ეს უდავოა. ბლოგის წარმოება კი მისი მნიშვნელოვანი ნაწილია თავისი რიგი უპირატესობებით:
ბლოგის წარმოებით თქვენი ვებსაიტი უფრო პოპულარული ხდება. მომხმარებელს დამატებითი მიზეზი ეძლევა თქვენი ვებსაიტი მოინახულოს. ბლოგი ეფექტური მარკეტინგული ინვესტიციაა. ყოველი გამოქვეყნებული პოსტი კი გრძელვადიანი აქტივი, რომელიც ხელს უწყობს თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.
ბლოგი აუმჯობესებს თქვენი ვებსაიტის რეიტინგს გუგლის საძიებო სისტემაში.
კვლევის მიხედვით, იმ ბიზნესებს, რომლებიც ბლოგს აწარმოებენ, უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავთ.
ალბათ უკვე იცით რა ღირს თქვენი კონტენტის გამოქვეყნება სხვა მედია საშუალებებში. თქვენს პლათფორმაზე კონტენტის გამოქვეყნება კი თქვენთვის უფასოა.
კარგად წარმოებული ბლოგი წარმოგაჩენთ როგორც ლიდერს ინდუსტრიაში და გაზრდის ნდობას თქვენსა და თქვენს მომხმარებელს შორის.
ყოველი ჩანაწერი არაპირდაპირ გაახსენებს თქვენს მომხმარებელს თქვენი კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებს.
გონივრულად წარმოებული ბლოგი იზიდავს თქვენს იდეალურ მომხმარებელს.
ბლოგი ამცირებს თქვენს სარეკლამო ხარჯებს. კომპანიები კი ხშირად შეცდომით კონტენტს პირდაპირ ფეისბუქზე ათავსებენ. ამით ისინი აძლიერებენ ფეისბუქს და მუდმივად მასზე არიან დამოკიდებული რეკლამისათვის. ამის მაგივრად, კონტენტი უნდა შეიქმნას ბლოგზე და სოციალურ ქსელებზე გაზიარდეს. ამით, მომხმარებელს მოიზიდავთ და სამომავლოდ, ვებსაიტის რეიტინგის გაძლიერებით უფრო და უფრო ნაკლებ თანხას დახარჯავთ.
ბლოგის წარმოებით თქვენი კომპანია მუდმივად სიახლეების ძიებაში იქნება. მომხმარებლების გამოხმაურებისა და სხვადასხვა ინფორმაციის დამუშავების პროცესი კი ხელს შეუწყობს კომპანიის მომავალი ნაბიჯების ფორმირებას.
ბლოგი ქმნის ორმხრივ ურთიერთობას მკითხველსა და თქვენს კომპანიას შორის. იგი ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებას, ამიტომ ყოველთვის უპასუხეთ კომენტარებს და გაზიარებულ შეხედულებებს.
ბლოგის ანალიტიკა გვაძლევს ინფორმაციას აუდიტორიაზე, რაც საბოლოოდ მკითხველის მონუსხვასა და დაინეტრესებაში გვეხმარება. ამავდროულად, ბლოგის მეშვეობით მომხმარებლების ელ. ფოსტის შეგროვებაც შეიძლება.
გარდა იმისა, რომ ბლოგი თქვენს კომპანიას ხასიათსა და ხმას სძენს, მისი სტრატეგიული წარმოება დროთა განმავლობაში თქვენს ბიზნესს პრობლემური საკითხების მოგვარებაშიც კი დაეხმარება.
მაინც სკეპტიკურად ეკიდებით საკითხს და დარწმუნებული არ ხართ თქვენს ბიზნესსაც სჭირდება თუ არა ბლოგი? არსებობს იმის ბევრი მაგალითი, რომ ბლოგმა ერთი შეხედვით უინტერესო თემები და სფეროები სწორი მიდგომით უაღრესად საინტერესო და სახალისო გახადა, მაგალითად, ბლოგი სამრეწველო ნარჩენზე. ნუ ჩამორჩებით დიგიტალურ სამყაროს! მოგვმართეთ თქვენი დამატებითი კითხვებით.