top of page

სად მოვიძიოთ ლამაზი სურათები?


კონტენტის წარმოებისას ვიზუალს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, ამიტომ, როცა ბიზნესისათვის კონტენტი იქმნება, ყველანი ვცდილობთ საუკეთესო სურათები მოვიძიოთ. თუმცაღა, აუცილებელია სურათების გამოყენების უფლებაზეც ვიზრუნოთ, რადგანაც ფოტოებს საავტორო უფლებები იცავს.

რა მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, სხვისი სურათების დაუკითხავად გამოყენება რისკია კომპანიისათვის, მიუხედავად შემდეგისა:

  • მიუთითებული გაქვთ ფოტოს ავტორი და წყარო

  • თქვენი ვებგვერდი არ არის კომერციული ხასიათის

  • თქვენი შეცდომა იყო თქვენი არცოდნით გამოწვეული

  • თქვენ არ ფლობთ უფლებებს თქვენს ვებგვერდზე

  • ფოტო ეკუთვნის თქვენს ვებდეველოპერს/დიზაინერს

  • ფოტო არ არის სრული ზომის ან შეცვლილია

  • ის იპოვეთ სოციალურ ქსელში

  • ფოტო უკვე გამოყენებული აქვს სხვა ბიზნესს/ბლოგერს

ერთ-ერთი გამოსავალია, თავად დაუკვეთოთ თქვენთვის სასურველი სურათების შექმნა სააგენტოს. "ხატია კომუნიკაცია"-ში ნიჭიერი და საინტერესო ფოტოგრაფები შთამბეჭდავ ვიზუალებს ქმნიან.

თუ ამისთვის ბიუჯეტი არ გაქვთ, გთავაზობთ რამდენიმე ვებგვერდს, საიდანაც შეგიძლიათ ულამაზესი ფოტოები სრულიად უფასოდ და გამოყენების უფლებით გადმოწეროთ:

  1. Picjumbo

  2. Unsplash

  3. Skitterphoto

  4. Splitshire

  5. Pixabay

  6. Life of Pix

  7. Pexels

  8. Kaboompics

  9. ISO Republic

  10. TookAPic

თქვენ როგორ ფიქრობთ, გამოიყენებდით თქვენი კომპანიისათვის ინტერნეტიდან გადმოწერილ სურათს? რა შემთხვევაში? სურათებს საიდან იწერთ?

bottom of page