ბიზნესი, კარიერა და Linkedin


დამეთანხმებით, რომ კარგი კონტაქტები წარმატებისათვის ხშირად გადამწყვეტია. შესაძლებელია, რომ ჩვენ შორის ზოგიერთს ასეთი კონტაქტების სია და კეთილგანწყობა დაბადებისთანავე ერგო. თუმცა, თითქმის ყველა ვსაჭიროებთ ამ კონტაქტებთან ურთიერთობის წარმოებას და ახალი კონტაქტების შეძენას - ახალი შესაძლებლობებისათვის.

ალბათ შენიშნავდით, რომ არსებობს Linkedin. ის გლობალური მასშტაბით ყველაზე დიდი პროფესიული ქსელია, რომელსაც 500 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. იქნება ეს კარიერული წინსვლა თუ ბიზნეს პარტნიორების მოძიება, Linkedin შესაძლებლობას გაძლევთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამყაროთ. ეს კი გამოსადეგია.

LinkedIn-ზე შეგიძლიათ:

  • იხილოთ ვაკანსიები, გააცნოთ თავი პოტენციურ დამსაქმებელს, ან მოიძიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი.

  • დაამყაროთ ბიზნეს ურთიერთობები და შეიძინოთ ახალი კონტაქტები.

  • თვალი ადევნოთ თქვენთვის საინტერესო კომპანიებს და მათ საქმიანობას. "ხატია კომუნიკაცია"-ს მსგავსად, სხვა კომპანიებსაც აქვთ თავიანთი ანგარიში LinkedIn-ზე გახსნილი.

  • გამოიწეროთ თქვენთვის საინტერესო პროფესიონალები და გაეცნოთ მათ სიახლეებს.

  • შეუერთდეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფს და აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები.

Linkedin-ის პროფილი წარმოადგენს თქვენს რეზიუმეს ინტერნეტ სივრცეში, ამიტომაც თქვენი პირადი ინფორმაცია მუდმივად უნდა ახლდებოდეს თქვენსავე მიღწევებთან ერთად. ბიზნესებისათვის ეს პლატფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა მათი სამიზნე აუდიტორია დასაქმებულებს ან თავად ბიზნესებს მოიცავს.

როგორც ხედავთ, LinkedIn-ით სარგებლობა ნაყოფიერია როგორც ბიზნესისათვის, ასევე ცალკეული პირებისათვის. განაახლეთ თქვენი ანგარიში და გაზარდეთ თქვენი შესაძლებლობები.

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)