top of page

როგორ ავამაღლოთ პროდუქტიულობა ჩვენს თანამშრომლებში?


კომპანიის ზრდით დაინტერესებული თანამშრომლების ყოლა კომპანიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. თანამშრომლები, რომლებსაც მხოლოდ პირადი ინტერესები აქვთ და მოტივაცია კი არა, ძვირი უჯდება ბიზნესს.

გიფიქრიათ ისეთი სამუშაო ადგილის შექმნაზე, რომელიც შთამაგონებელი გახდებოდა თქვენი თანამშრომლებისთვის? ოფისზე, რომელიც დადებითად იმოქმედებდა მათ პროდუქტიულობასა და მოტივაციაზე? თეორიულად ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა ასეთი სამუშაო ადგილის შექმნა პრატქიკაში არც თუ ისე ადვილია. მიუხედავად ამისა, „ხატია კომუნიკაცია“ -ს შემუშავებული აქვს საკუთარი მეთოდი, რომელიც მომუშავე პერსონალის პროდუქტიულობის გაზრდაში ეხმარება კომპანიას. მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მარტივი გზა, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ და რომელიც დადებითად მოქმედებს ჩვენს თანამშრომლებზე.

კადრების განვითარება ტრენინგი არამარტო ამაღლებს თანამშრომლების ცოდნას და უმარტივებს მათ დავალებების განხორციელებას, არამედ სამსახურში მიღებულ სტანდარტებშიც ათვითცონობიერებს.

საყვარელი საქმე მიეცით თანამშრომლებს იმის კეთების უფლება, რაშიც ისინი საუკეთესოები არიან. ყველაზე მეტად ადამიანის ეფექტურობაზე გავლენას მისი ინტერესებისა და სამუშაო მოვალეობების დამთხვევა ახდენს. როდესაც ადამიანი აკეთებს იმას, რაც მას აინტერესებს და რაშიც იგი საუკეთესოა, სამუშაო პროცესი მისთვის უფრო სახალისო ხდება. ასეთი კადრები გაცილებით ეფექტურები, პროდუქტიულები და კრეატიულები არიან.

დასახეთ კონკრეტული ამოცანები ხშირად თანამშრომლების არაპროდუქტიულობის მიზეზი ბუნდოვნად ჩამოყალიბებული დავალებებია. თუ მათ ზუსტად არ იციან, რომ თქვენ მათგან რა კონკრეტულ შედეგს მოელით, გაუჭირდებათ მისი მიღწევა. ამიტომ, დაუსახეთ თქვენს ხელქვეითებს კონკრეტული ამოცანები. თქვენმა თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი თქვენთან ანგარიშვალდებულნი არიან. გაითვალისწინეთ, რომ ვადების განსაზღვრა აუცილებელია.

პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გადანაწილება პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გადანაწილება არამარტო შესაძლებლობას მოგცემთ მეტი დრო გქონდეთ თქვენი, გლობალური ამოცანებისათვის, არამედ თანამშრომლებსაც უჩვენებს, რომ თქვენ მათ ენდობით. როდესაც გყავთ კვალიფიცირებული და სანდო მომუშავე კადრები, საჭირო აღარაა ყოველი დეტალი გადაამოწმოთ. თქვენი თანამშრომელი გაართმევს თავს. მათთვის ნდობის გამოცხადებით და პასუხისმგებლობის გადაბარებით თანამშრომლების ჩართულობის, მოტივაციის და ეფექტურობის მაჩვენებელიც გაიზრდება.

ეფექტური კომუნიკაცია ყველა მენეჯერმა იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაცია. თუ თქვენ შეისწავლით თითოეული თანამშრომლის პიროვნულ თვისებებს, თქვენთვის გაცილებით მარტივი გახდება მათთან კომუნიკაცია, რადგან წინასწარ გეცოდინებათ კონკრეტული გზა, რომელიც მისი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოგადგებათ.

თათბირისა და კოლექტიური შეხვედრების გარდა, კარგი იქნება დროგამოშვებით თუ დანიშნავთ პერსონალურ შეხვედრებს თითოეულ თანამშრომელთან. პირადად მე, ქალბატონ ხატიასთან ასეთი შეხვედრები მეხმარება იმაში, რომ უფრო ღიად გამოვხატო საკუთარი დამოკიდებულება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

კომფორტული ოფისი სამუშაო ადგილი უდიდეს გავლენას ახდენს მომუშავე პერსონალის აზროვნებასა და ეფექტურობაზე. ეცადეთ, თანამშრომლებს შეუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ისინი თავს კომფორტულად იგრძნობენ. თქვენს ოფისს რუტინული სამუშაო სიტუაციიდან კომფორტულ გარემომდე გარდასასახად შესაძლოა მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკის ჰანგები აკლდეს. პერსონალისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ოფისში დასასვენებელი ადგილის არსებობა, სადაც ისინი ცოტახნით მოდუნებასა და გონების დასვენებას შეძლებენ.

დისტანციური მუშაობა ზოგჯერ გარემოს შეცვლამ შესაძლოა დადებითად იმოქმედოს თანამშრომელზე. მიეცით მას ხანდახან სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა.

დრო საკუთარი თავისათვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს თანამშრომლებს საკუთარი თავისათვის საკმარისი დრო ჰქონდეთ. გადაღლილი და გადამწვარი თანამშრომლები პროდუქტიულები ვერ იქნებიან. ამიტომ, მათ უნდა იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მიეცემათ დრო საკუთარი საქმეების მოსაგვარებლად.

კორპორატიული კულტურა აირჩიეთ თანამშრომლები, რომლებიც თქვენი კომპანიის კულტურას კარგად ერწყმიან. კომპანიაში ეს ყველას პროდუქტიულობაზე დადებითად იმოქმედებს. ამ ფაქტორს დღესდღეობით დასავლეთში ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა. კომპანიები მიხვდნენ, რომ მხოლოდ განათლება და გამოცდილებები საკმარისი არაა. მოგება ხშირად ყველაზე მონდომებულ თანამშრომლებს მოაქვთ. უნარების სწავლება შეიძლება, მონდომებისა კი სამწუხაროდ არა.

შექმენით გუნდური ატმოსფერო თქვენ ახლა ერთი გუნდი ხართ. ეს ყველაფერში და ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს. ხშირად თანამრომლებს ეფექტურობის ასამაღლებლად მიზეზი სჭირდებათ, რაც შეიძლება სწორედ ისეთ მარტივ დეტალებში იმალებოდეს, როგორიც არაფორმალურ გარემოში ვახშამი, სამუშაო მაგიდებზე ტკბილეულის ან თუნდაც ხელწერილების დატოვებაა. ასეთი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალები ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანია პერსონალისათვის, რადგან ამ ჟესტით თქვენ გამოხატავთ ყურადღებას მათ მიმართ და აჩვენებთ თანამშრომლებს , რომ მათი ლიდერი ზრუნავს და ფიქრობს საკუთარ თანამშრომლებზე. ეცადეთ, იყოთ კრეატიულები და მზრუნველები საკუთარი კოლეგების მიმართ.

აღიარება კარგად განხორციელებული სამუშაოსათვის ნუ დაიშურებთ აღიარებას. ამან შეიძლება თქვენი თანამშრომელი შთააგონოს კიდევ უფრო მეტს მიაღწიოს.

ამ და სხვა დეტალების გათვალისწინებით „ხატია კომუნიკაცია“ გამოირჩევა პოზიტიური თანამშრომლებითა და სახალისო სამუშაო გარემოთი. მსგავსი დამოკიდებულება აისახება ჩვენს ეფექტურობასა და პროდუქტიულობაზეც.

თქვენს კომპანიაში რა კეთდება თანამშრომლების პროდუქტიულობის ასამაღლებლად? ან რისი განხორციელება იქნებოდა კარგი?

bottom of page