“ხატია კომუნიკაციას” და “მედიქალ ჰაუსის” თანამშრომლობის დაწყება

კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტო „ხატია კომუნიკაციამ“ თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა საოჯახო მედიცინის ქართულ–ამერიკულ კლინიკასთან „მედიქალ ჰაუსი“. თანამშრომლობის ფარგლებში, “ხატია კომუნიკაცია” კლინიკას კომუნიკაციის სფეროში სრულ მომსახურებას გაუწევს.
“მედიქალ ჰაუსის” დამფუძნებელია თიმ გურჩი, რომელიც ამავდროულად სანდიეგოს ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკას წლებია ხელმძღვანელობს. “მედიქალ ჰაუსის” მენეჯმენტის მიზანია ამერიკული კლინიკის ყველა მიღწევა და ინოვაცია საქართველოში გადმოიტანოს.
“ჩვენთვის დიდი პატივია “მედიქალ ჰაუსის” კომუნიკაციაზე მუშაობა. მათი სახელით საზოგადოებასთან ურთიერთობების წარმოებას ისეთივე ენთუზიაზმით ვუდგებით, როგორც თავად კომპანიის მენეჯმენტი”, - განაცხადა ხატია ოძელაშვილმა, პიარსააგენტოს დამფუძნებელმა.
პიარსააგენტო „ხატია კომუნიკაციის“ მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები.