top of page

როგორ შეცვალა შემომავალმა მარკეტინგმა თქვენი კომპანია?


გახსოვთ დრო, როცა თქვენ უნდა დაკავშირებოდით პოტენციურ კლიენტს და თქვენი პროდუქტები ან სერვისები შეგეთავაზებინათ? პირდაპირი მარკეტინგი დღესაც მნიშვნელოვანია, თუმცაღა წარმატებულ კომპანიებში მისი წილი შემომავალი მარკეტინგის (inbound marketing) სასარგებლოდ საგრძნობლად შემცირდა.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარებამ ციფრული გამოცდილება მთელ მსოფლიოში რადიკალურად შეცვალა. მეტი ადამიანი იყენებს მობილურ ინტერნეტს, ვიდრე ოდესმე. სოციალური ქსელები დატვირთულია შინაარსით, რომელიც ელვის სისწრაფით ვრცელდება მომხმარებლებს შორის. სწორედ ამ პროცესებმა ხელი შეუწყვეს შემომავალი მარკეტინგის განვითარებას და მის ფავორიტად ქცევას.

შემომავალი მარკეტინგი ორიენტირებულია მომხმარებლების მოზიდვაზე მათთვის შესაბამისი და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებით. მისი საშუალებით, პოტენციური მომხმარებლები კომპანიებს პოულობენ მათ მიერ წარმოებულ არხებზე, როგორებიცაა ვებგვერდი, ბლოგი, მიზანმიმართული ვებგვერდები (langing pages), საძიებო სისტემა და სოციალური მედია. შემომავალი მარკეტინგი სხვა არაფერია თუ არა შესანიშნავი კონტენტი, რომელიც მომხმარებლის ნებისმიერ კითხვას სცემს პასუხს.

შემომავალი მარკეტინგი, როგორც პროცესი, შედგება ოთხი ძირითადი საფეხურისგან: 1. პოტენციური მოხმარებლის მოზიდვა, 2. დაინტერესება, 3. მომხმარებლად ქცევა და 4. მისი სრული კმაყოფილება.

გამავალი მარკეტინგისგან გასხვავებით, შემომავალი მარკეტინგის დროს, თქვენ არ იბრძვით კლიენტის მოსაპოვებლად. შემომავალი მარკეტინგის სტრატეგია მარკეტერებს საშუალებას აძლევს, რომ მომხმარებლის ცნობიერებაზე იმუშავონ არა ფასიანი რეკლამებით, არამედ სწორად წარმოებული სტრატეგიული კომუნიკაციით, რაც როგორც ფინანსურად, ასევე მარკეტინგულადაც გაცილებით მომგებიანია.

შინაარსის სტრატეგია მომხმარებლები პროდუქციისა თუ სერვისის შეძენამდე, როგორც წესი, ცდილობენ მასზე პატარა კვლევის ჩატარებას. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კვლევის პროცესში სადმე თქვენს კომპანიასაც გადააწყდება კლიენტი. ამისათვის საჭიროა, გაზარდოთ თქვენი აქტივობა ვებსაიტებზე, სოციალურ მედიაში თუ სხვადასხვა ინტერნეტ სივრცეში, რათა მომხმარებელს თქვენი მოძებნა არ გაუჭირდეს. გარდა ამისა, თქვენ მიერ წარმოებული კონტენტი თქვენი სამიზნე ჯგუფის მოსაზიდად სწორად უნდა იყოს გათვლილი. რა აინტერესებს თქვენს სამიზნე ჯგუფს და ინტერნეტში ის რას და როგორ მოძებნიდა?

ბლოგი შემომავალი მარკეტინგი იწყება შინაარსით. ბლოგი არის ერთ-ერთი მარტივი და საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოიზიდოთ ახალი ვიზიტორები თქვენს საიტზე. იმისათვის, რომ გიპოვნონ, უნდა შექმნათ მასალა, რომელიც თქვენი მომხმარებლების პოტენციურ მოთხოვნებს შეესაბამება და ამავდროულად პასუხობს მათ შესაძლო კითხვებს.

სოციალური მედია სოციალური მედია გეხმარებათ იმაში, რომ ჩანაწერები გააზიაროთ იქ, სადაც თქვენი პოტენციური კლიენტები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. პარტნიორი კომპანიების შემომავალ მარკეტინგზე ზრუნვას “ხატია კომუნიკაცია”-ში მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ. სხვადასხვა კომპანიებისათვის ვქმნით ამ მიმართულებით მათთვის შესაფერის სტრატეგიას და კონტენტს. ეს ზრდის ინტერესს ამ კომპანიების მიმართ.

გაქვთ თქვენი კომპანიისათვის სწორი სტრატეგია შემუშავებული და აწარმოებთ კონტენტს? როგორ შეცვალა შემომავალმა მარკეტინგმა თქვენი კომპანია? მეტი მომხმარებელი მოდის თქვენს კართან თუ თავად გიწევთ მათთან მისვლა?

bottom of page