top of page

რამდენად ეფექტურად იყენებთ სოციალურ მედიას?


სიახლე აღარაა, რომ მომხმარებლები აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს და კომპანიებიც ამავე ქსელებით ცდილობენ მათთან ურთიერთობის დამყარებას. გადამოწმებული გაქვთ, რამდენად წარმატებულად აწარმოებთ თქვენი კომპანიის სოციალურ მედიას?

იმისათვის, რომ თქვენი აქტივობა იყოს ეფექტური და მომგებიანი, აუცილებელია განვსაზღვროთ რამდენია დანახარჯი და როგორ თანაფარდობაშია ის მოგებასთან, რომელსაც სოციალური მედია გაძლევთ, ანუ ROI (return on investment).

ROI-ს პროცენტის გამოთვლა შემდეგნაირად ხდება:

თქვენი ხარჯი არაა მხოლოდ სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის საფასური, არამედ მისი წარმოების ხარჯი, რომელშიც შედის სოციალური მედიის მენეჯერის ანაზღაურება, გრაფიკული დიზაინერის ანაზღაურება და სხვა მსგავსი ხარჯები.

გამოსათვლელად კი, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ რა მიზნით აწარმოებთ სოციალურ მედიას და თქვენი წარმატება ამ სფეროში როგორ გამოიყურება. შესაძლებელია ერთი კომპანიისათვის გაყიდვების გაზრდა იყოს მთავარი, მეორესთვის ბრენდის ცნობადობის ამაღლება, კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ან რეპუტაციის და კრიზისების მართვა. ყველა ცალკეულ შემთხვევაში განსაზღვრეთ თქვენი ამოცანები - KPI (Key performance indicators).

მაგალითად, თუ ბიზნესის მიზანია გაყიდვების ზრდა, KPI შეიძლება იყოს მოპოვებული მომხმარებლების რაოდენობა, მოპოვებული პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა. თუ მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, KPI შეიძლება ჩავთვალოთ სოციალურ ქსელებში გაზრდილი აქტივობები, ვებსაიტის ვიზიტები, ჩართულობა და ა.შ.

თქვენ რა მიზნით აწარმოებთ თქვენი კომპანიის სოციალურ მედიას? შეავსეთ ფორმა და სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი KPI-ს განსაზღვრასა და ROI-ს გამოთვლაში.

bottom of page