გააზიარეთ წარმატება, რომელსაც თქვენთან ერთად ვქმნით

“ხატია კომუნიკაცია” თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეა. ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება საქართველოში უკვე მეორედ იმართება და ჩვენც ვართ ამ პროცესში ჩართულნი.
ჩვენ გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი წარმატების ისტორია, რომელსაც სულ მოკლე ხანში უკვე მივაღწიეთ ჩვენი გამოცდილებებით და თავდაუზოგავი შრომით. წლევანდელ ბიზნეს დაჯილდოებაზე განსაკუთრებული აქცენტი ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე (CSR) კეთდება. ჩვენც მივისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი აქტივიზმით შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულებები და შევქმნათ თითოეული ჩვენგანის წარმატებისათვის უკეთესი გარემო; პერიოდულად სტუდენტებს ვთავაზობთ ორთვიან სტაჟირების პროგრამას მათი წარმატებული კარიერის დასაწყებად; ხელს ვუწყობთ საქართველოში წარმოების და ბიზნესის განვითარებას მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი მომსახურებით; გარდა ამისა, ვაწარმოებთ ბლოგს ბიზნესმენებისათვის საინტერესო თემებზე და ვთავაზობთ მათ პირველად უფასო კონსულტაციებს.
"ხატია კომუნიკაცია" კანადური გამოცდილების მქონე პიარსააგენტოა. მისი მისიაა დაეხმაროს კომპანიებს იყვნენ გამორჩეულები ბაზარზე, აიმაღლონ რეპუტაცია, გააღრმავონ ურთიერთობები კომპანიით დაინტერესებულ მხარეებთან და გააუმჯობესონ გაყიდვები. ახლა კი, ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წარმატებისკენ. დაგვიჭირეთ მხარი და გააზიარეთ ჩვენი წარმატება. ყველას მადლობა და ბედნიერი დღე!