როგორ შევქმნათ ჩვენი პერსონალური ბრენდი?

თქვენს წარმატებას თქვენი იმიჯი განაპირობებს, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. იმიჯის შექმნაზე "ხატია კომუნიკაციაში" არამარტო კომპანიებისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვისაც ვზრუნავთ.
გიფიქრიათ იმაზე, რა ახსენდებათ პირველად თქვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, თუ უბრალოდ ნაცნობებს მაშინ, როცა თქვენს სახელს გაიგონებენ? სხვადასხვა სიტყვები, ფრაზები თუ ემოციები მათ ასოციაციურად, და ხშირად გაუაზრებლადაც კი, თქვენთან აკავშირებთ. სწორედ ეს არის თქვენი პერსონალური ბრენდის აღქმა.
პირადი ბრენდის განვითარება და მართვა თითოეულ თქვენგანს შეუძლია. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი პროფესიული თუ პირადი საქმიანობის განვითარებაში. თქვენ შეძლებთ:
დაამყაროთ ახალი კავშირები;
გააუმჯობესოთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები, საქმიანობის არეალის გაფართოებით;
მოიზიდოთ მომხმარებელი და გაზარდოთ როგორც კომპანიის, ისე თქვენი პირადი შემოსავლები;
აიმაღლოთ თვითშეფასება და ისიამოვნოთ თქვენი საქმიანობით;
და რა თქმა უნდა, შექმნათ მყარი საფუძველი თქვენი მომავალი წარმატებისთვის.
არსებობს პერსონალური ბრენდინგის რამდენიმე საფეხური, რომლის განხორციელების შემდეგაც თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას შეძლებთ.
პერსონალური ბრენდის გეგმა დაფიქრდით, რას გინდათ რომ მიაღწიოთ? როგორ გსურთ რომ სხვები აღგიქვამდნენ? რა არის, ის რაც მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ თქვენზე? როგორი ხართ თქვენ ახლა და როგორი გინდათ, რომ იყოთ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემით, შეძლებთ ჩამოაყალიბოთ თქვენთვის სასრუველი ბრენდის აღქმა, რომელსაც საბოლოოდ უნდა მიაღწიოთ. ჩვენ შეგვიძლია გეგმის ჩამოყალიბებაში თქვენი მხარდაჭერა.
განსაზღვრეთ თქვენი ღირებულებები ღირებულებები არის ის, რაც ჩვენს თითოეულ ქმედებას განსაზღვრავს. შესაბამისად ეს გვაყალიბებს იმად, რაც ვართ. თქვენი მთავარი ღირებულებების განსაზღვრა და მათთვის პრიორიტეტების მინიჭება დაგეხმარებათ დაინახოთ თქვენი თავი, ორი, ხუთი თუ ათი წლის შემდეგ და შექმნათ სასურველი პერსონალური ბრენდის ხედვა.
ხაზი გაუსვით თქვენს ძლიერ მხარეებს არაა საკმარისი, მხოლოდ თქვენს გონებაში ჩამოაყალიბოთ თქვენი პრიორიტეტები. საჭიროა ის საზოგადოებასაც დაანახოთ.
შექმენით თქვენი პერსონალური იმიჯი ამის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თავი სწორად წარუდგინოთ საზოგადოებას. გქონიათ ალბათ შემთხვევა, როდესაც ადამიანის გარეგნობამ, ქცევამ ან ტონმა მცდარი შთაბეჭდილება დაგიტოვათ. შეიძლება თქვენ მოგვიანებით აღმოაჩინეთ, რომ ადამიანი გაცილებით მცოდნეა, ვიდრე გეგონათ, ანდაც პირიქით. იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუტოვოთ არასასურველი მცდარი შთაბეჭდილებები გარშემომყოფთ, აუცილებელია ვიზრუნოთ იმ ფაქტორებზე, რომლებითაც ისინი შთაბეჭდილებას იქმნიან. ეს შეიძლება იყოს ჩვენი გარეგნული მხარე, სოციალური ქსელი, ჩაცმულობა, ტონი, ჩვევები, სავიზიტო ბარათი, საუბრის თემა, ინტერესები და ა.შ.
იყავით ის, ვინც ხართ მთავარ განსხვავებას სწორედ თქვენი ინდივიდუალიზმი ქმნის. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ იყოთ ის, ვინც ხართ. ეს დაგეხმარებათ იყოთ ბუნებრივი, გქონდეთ საკუთარი სტილი, და თქვენს გარშემო მოიზიდოთ თქვენი ღირებულებების მატარებელი საზოგადოება.
განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია შეუძლებელია თქვენი მესიჯი საზოგადოების ყველა წევრმა ერთგვარად აღიქვას და თითოეული მათგანისთვის თქვენი ბრენდი სასურველი აღმოჩნდეს. თავიდანვე განსაზღვრეთ ვისი ყურადღებისა და სიმპათიის მოპოვებაა მნიშვნელოვანი თქვენთვის და თქვენი კომპანიისთვის და ეცადეთ თქვენი დრო და რესურსები მაქსიმალურად მოახმაროთ მათ და არა ყველას.
გააზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ სწავლა ხშირად საკმარისი არაა იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. მოიფიქრეთ სად და როგორ შეიძლება თქვენი ცოდნის გაზიარება. გამოავლინეთ, მაგალითისათვის, თქვენთვის მომგებიანი სოციალური ქსელები და აწარმოეთ ბლოგი, განათავსეთ შემეცნებითი ვიდეოები თუ ფოტოები. ასე თავადაც გაიღრმავებთ ცოდნის საზღვრებს და თქვენი მკითხველებისთვის დამატებით სარგებელსაც შექმნით.
როგორც ხედავთ, პერსინალური ბრენდის შექმნა სწრაფი პროცესი არ არის და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა იმაშიც დამეთანხმებით, რომ მისგან მიღებული სარგებელი - სპონსორები, მხარდამჭერები, კარიერული წინსვლა - ამად ღირს. ჩვენ თქვენი იმიჯის შეფასებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში დაგეხმარებათ.