top of page

Rework - იფიქრეთ ბიზნესის მართვაზე ახლებურად


კარგი იქნება, თუ ბიზნესის წამოწყებამდე გაეცნობით “Rework”-ს, განსაკუთრებით თუ ახალი ტიპის კომპანიას ქმნით. ავტორები ჯეისონ ფრაიდი და დევიდ ჰაინემაიერ ჰანსონი პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევენ და ანგრევენ სტერეოტიპებს ბიზნესის წარმოების შესახებ. ბევრ მათგანს, როცა გამოცდილებას იღებ, არ შეიძლება არ დაეთანხმო.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც პირადად მე ამ წიგნმა დამანახა, არის ის, რომ:

  • “ზრდა” ჩვეული გაგებით, არ უთანაბრდება წარმატებას და აუცილებელი არაა ამისკენ ვისწრაფოდეთ. თუ შესაძლებელია ვიყოთ წარმატებულები გაფართოებების გარეშე, დაე იყოს ასე. აუცილებელი არაა გქონდეთ დეპარტამენტების და უსარგებლო ფაილების დიდი რაოდენობა. სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები.

  • გარეშე ფულის მოძიება არის სულ ბოლო გზა, უმჯობესია ჩვენით დავიწყოთ საქმე. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ თუ თქვენ თქვენს ენთუზიაზმს, სულს და გულს დებთ თქვენს ბიზნესში, ინვესტორი მხოლოდ ფულის სწრაფი ამოღებითაა დაინტერესებული. ეს კი შესაძლებელია პრობლემად იქცეს.

  • აკეთეთ კონკურენტებზე ნაკლები და განსაზღვრეთ თქვენი საზღვრები. ასეთ რჩევას ალბათ ნამდვილად არ ელოდით. აღმოჩნდა, რომ პროდუქტები, რომლებიც მხოლოდ ერთ-ორ ფუნქციას ასრულებენ და ხარისხიანად, ჯობნიან ყველა დანარჩენს, რომლებსაც ათასნაირი ფუნქცია აქვთ. ასევე ბიზნესები, რომლებსაც თავიანთი საზღვრები იციან, მეტი ეფექტურობით მუშაობენ კიდეც.

წიგნი შესაძლბელია არ იყოს ყველა კომპანიაზე და სიტუაციაზე მორგებული, თუმცა Basecamp-ის დამფუძნებლები გულწრფელად გვიზიარებენ ყველა იმ დასკვნებს, რომლებიც თავად თავისი ბიზნესის წარმოებისას მიიღეს და ამიტომაც, ღირს მისი გადაკითხვა. რჩევების გათვალისწინება, რომლებსაც ეთანხმებით, დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დაგეგმოთ და მართოთ თქვენი კომპანია სწორად.

თქვენ რა გაკვეთილები გასწავლათ ბიზნესის წარმოებამ? გაგვიზიარეთ.

bottom of page