top of page

8 იდეა მომავალ წელს თქვენი კომპანიის გასაუმჯობესებლად


როგორც ჩვენ გვაქვს პირადი სურვილები და გეგმები მომავალი წლისათვის, ვთქვათ, რომ გვქონდეს ახალი და ლამაზი ბინა, მეტი ვიმოგზაუროთ, დავეუფლოთ ახალ უნარებს, მეტი დრო გამოვნახოთ ოჯახისათვის, კომპანიის გაუმჯობესებისათვისაც გვაქვს სურვილები და ვისახავთ გეგმებს.

გთავაზობთ იდეებს, რომლებიც დაეხმარება თქვენს კომპანიას იყოს მზად ახალი გამოწვევებისათვის და მიაღწიოს ახალ მწვერვალებს. ასევე, მხოლოდ თქვენთვის, ვინც ამ ჩანაწერს კითხულობთ, გთავაზობთ აქციებს. Our secret. ;)

1. დელეგირება თუ თქვენც ჩემნაირად თითქმის 24 საათი მუშაობა გიწევთ, დროა დელეგირებაზე თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც დანერგოთ. გადააბარეთ საქმე თანამშრომლებს. ეს გაზრდის თქვენი კომპანიის შესაძლებლობებს. სანამ დავალებაზე, რომელიც უკვე დეფინირებულია, სხვა მუშაობს, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ახალი გზები გაკვალოთ და ახალი შესაძლებლობები შექმნათ თქვენი კომპანიისათვის.

2. პრომოცია როცა თქვენი კომპანიის საქმეებს აგვარებთ, ვინ ზრუნავს თქვენს პრომოციაზე? საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და მარკეტინგის სპეციალისტი თქვენი კომპანიისათვის აუცილებელია. ყველაფერი ადვილი და მარტივი ჩანს, სანამ აუარება ქეისებს განიხილავ, როცა ხვდები, რომ გამოცდილი სპეციალისტის გვერდით ყოლა აუცილებელია. ჩვენ, “ხატია კომუნიკაცია”-ში მუდმივად ვზრუნავთ კომპანიების პრომოციაზე, რომლებიც მთელ თავის ენერგიას თავისი საქმის კეთებას ანდომებენ. You do your business, we tell your story - აი, ჩვენი პირობა. ჩვენს პიარ მომსახურებაზე 2018 წლის 15 იანვრამდე შემოსულ პირველ 5 შეკვეთაზე გთავაზობთ 50% ფასდაკლებას. გამოიყენეთ პრომოკოდი 2018GIFT50.

3. ფინანსების მართვა გააანალიზეთ თქვენს სპეციალისტთან ერთად თქვენი ფინანსები. ისწავლეთ ძველ შცდომებზე და მომავალი წელი სწორად დაგეგმეთ. თქვენმა ბიზნესმა მოგება უნდა მოიტანოს და ყოველთვის გქონდეს საჭირო მარაგი.

4. ბრენდბუქი ბევრი კომპანია იქმნება ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა დიზაინერს აქვს ნამუშევარი კომპანიის ვიზუალურ მასალებზე. თუ თქვენს კომპანიაში არ გაქვთ ბრენდბუქი, ან ის ძალიან მოძველებულია - დაე 2018 წელი იყოს განახლების წელი. 2018 წლის 15 იანვრამდე შემოსულ პირველ 5 შეკვეთაზე გთავაზობთ 50% ფასდაკლებას. გამოიყენეთ პრომოკოდი 2018GIFT50.

5. კრიზისული კომუნიკაციის გეგმა კრიზისებისათვის მზადება ბევრისთვისაა უცხო. საქართველო კი სწორედაც ის ადგილია, სადაც კრიზისებისათვის პირველ რიგში უნდა იყო მზად. კრიზისები არსებობს სხვადასხვანაირი, მაგრამ მათზე რეაგირება გეგმის გარეშე, რთულია. როცა უკვე მედიის მთელი ყურადღებაა თქვენზე მოპყრობილი, თქვენს კართან, ტელეფონთან, სოციალურ ქსელზე, ფანჯარასთანაც კი, გაისმის კითხვა, რომელზეც იმწუთას პასუხი არ იცით, სიახლეებში ამბობენ, რომ თქვენ კომენტარი არ გაქვთ. ეს კი ცუდია თქვენი საქმისათვის და ბიზნესისათვის.

არადა, კრიზისის ფაზები ყოველთვის ერთია და მასთან გამკლავების საფეხურებიც უკვე დამუშავებულია, მთავარია თქვენი გუნდი და გეგმა მზად იყოს ამისათვის. საქართველოს უნივერსიტეტში "კრიზისული კომუნიკაციის" კურსს განსაკუთრებული მონდომებით ვასწავლი, რათა მეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი იყოს მზად კრიზისებისათვის.

არსებობენ კომპანიები, რომლებიც კრიზის სძლევენ გაუმჯობესებლი რეპუტაციით. იყავით მათ შორის. ჩვენს პიარ მომსახურებაზე 2018 წლის 15 იანვრამდე შემოსულ პირველ 5 შეკვეთაზე გთავაზობთ 50% ფასდაკლებას. გამოიყენეთ პრომოკოდი 2018GIFT50.

6. კეთილი საქმე კეთილი საქმის გაკეთება არამარტო მის მიმღებს სძენს სიხარულს, არამედ კომპანიასაც კარგად უბრუნდება, ამიტომ, მოიფიქრეთ, რა შეუძლია თქვენს კომპანიას გააკეთოს, რაც საზოგადოებას რამეს შემატებს. თუ თქვენი კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) სტრატეგიულად მოფიქრებული არ გაქვთ, განახორციელეთ ეს მომავალ წელს. სწორად შერჩეული მიმართულება საზოგადოებასთან ერთად, თქვენვე მოგიტანთ ბევრ სიკეთეს. ჩვენს პიარ მომსახურებაზე 2018 წლის 15 იანვრამდე შემოსულ პირველ 5 შეკვეთაზე გთავაზობთ 50% ფასდაკლებას. გამოიყენეთ პრომოკოდი 2018GIFT50.

7. სოციალური მედია სოციალური მედია არაჩვეულებრივ სამსახურს გაგიწევთ, თუ მას სწორად დაგეგმავთ და გამოიყენებთ. “ახალი დომინიონი” ჩვენ მიერ შექმნილი უძრავი ქონების სააგენტოა, რომლის ერთმა სწორად მოფიქრებულმა ჩანაწერმა ბლოგზე და გონივრულად მოფიქრებულმა სამიზნე აუდიტორიამ კომპანიას რამდენიმე პოტენციური კლიენტი მიუყვანა. ეს ყველაფერი კი თანხებში სოლიდურად ითარგმნება. მიუდექით სოციალურ მედიას ახლებურად და გამოიყენეთ მისი სრული პოტენციალი. 2018 წლის 15 იანვრამდე შემოსულ პირველ 5 შეკვეთაზე გთავაზობთ 50% ფასდაკლებას. გამოიყენეთ პრომოკოდი 2018GIFT50.

8. პროდუქტიულობის ამაღლება ხშირად ვიმეორებ სტუდენტებთან ლექციებზე, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენი ვიმუშავეთ, არამედ იმას, რა შედეგებს მივაღწიეთ. როცა ასე ფიქრს იწყებ, სამუშაოს რაღაც ნაწილი ირელევანტური ხდება და ხვდები, რომ რაღაც მიმათულებით ბევრი შრომა წყლის ნაყვას გავს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ძალები სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მთავარია შედეგს მივაღწიოთ და თანაც ყველაზე ოპტიმალური გზით. გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი, ხშირად ვაქვეყნებთ ჩანაწერებს ამ თემაზე.

თქვენ რას ისახავთ მიზნათ თქვენი კომპანიის გაუმჯობესებისათვის? გადმოწერეთ და გამოიყენეთ ეს კალენდარი და გქონდეთ წლის განმავლობაში ფოკუსი მნიშვნელოვან საქმეებზე. წარმატებები!

bottom of page