წარმატებული წლის დაგეგმვა
თუ თქვენც ჩემნაირად მოუთმენლად ელით ახალ წელს, რათა ახალ იდეებზე იმუშაოთ, ალბათ წლის პირველ დღეებს გასული წლის ანალიზს და მომავალი წლის დაგეგმვასაც უთმობთ. მიზანი გეგმის გარეშე ხომ მხოლოდ ოცნებად შეიძლება დარჩეს, გეგმით კი ის უკვე პროექტია, რომელსაც განხორციელების მეტი შანსი ეძლევა.
ცნობილია, რომ დავალებების სიების და კალენდარის სწორად წარმოება პროდუქტიულობას საგრძნობლად ამაღლებს. როცა დროში გაწერილი ამოცანები გვაქვს, გვეძლევა დროის სწორი შეგრძნება და შესაბამისად, მას ოპტიმალურად ვიყენებთ.
აქ შეგიძლიათ გადმოწეროთ თვის კალენდარი.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ მთავარი მიზნების ჩამოწერა, რომლის მიღწევაც გსურთ 2018-ში, ამიტომაც გადმოწერეთ კალენდრები სურათებზე დაწკაპუნებით და დაიწყეთ საქმე წლის კალენდრის გაწერით. მხოლოდ ამის შემდეგ გადადით თვეების, კვირების და დღეების დაგეგმვაზე. წარმატებულ წელს გისურვებთ!