“ხატია კომუნიკაციამ” იმუშავა “ახალი დომინიონის” ბრენდინგზე

04.01.2018

პიარსააგენტო “ხატია კომუნიკაციამ” შექმნა კიდევ ერთი ახალი ბრენდი “ახალი დომინიონი”, რომელიც ღირებულ უძრავ ქონებას სთავაზობს მყიდველს.

 

“ამ წლის განმავლობაშიც, ჩვენმა სააგენტომ რამდენიმე ბრენდის შექმნაზე იმუშავა როგორც უცხოური, ასევე ქართული ბიზნესებისათვის. შედეგებით როგორც ჩვენ, ასევე დამკვეთებიც კმაყოფილნი არიან. გაიზარდა მათი რიცხვიც, ვინც თავისი კომპანიის ბრენდინგს მხოლოდ ჩვენ გვანდობს. ეს ჩემთვის, როგორც “ხატია კომუნიკაციას” დამფუძნებლისათვის, უაღრესად სასიხარულოა”, - ხატია ოძელაშვილი. 

 

ბრენდინგზე მუშაობა სააგენტოში დაახლოებით ერთ-ორ თვეს მოითხოვს. სამუშაო კი დასრულებულად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა მას დამკვეთი მოიწონებს. 

 

“ბრენდინგზე მუშაობისას მქონდა მითითებები, თუმცა ჩემი ხედვის განხორციელება შევძელი და საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. ლოგო შედგება “დ”-სა და გასაღების კომბინაციისაგან, რომელიც თემატურია უძრავი ქონების სააგენტოსთვის. გარდა ამისა, ვიზრუნე იმაზე, რომ ვიზუალი ყოფილიყო დახვეწილი და ელეგანტური, “ახალი დომინიონი” ხომ გამორჩეულ უძრავ ქონებაზე მუშაობს მხოლოდ”, - ნინო ქასოშვილი, დიზაინერი “ხატია კომუნიკაციაში”.

 

კანადური გამოცდილების მქონე ეს პიარსააგენტო დაარსდა 2016 წელს და კომპანიებს მათი კომუნიკაციის ყველა ასპექტზე ზრუნვას სთავაზობს, იქნება ეს სოციალური მედია, ბრენდინგი, პიარკამპანიის წარმოება, თუ სარეკლამო აქტივობების კოორდინაცია. დეტალურ ინფორმაციას სერვისების შესახებ აქ შეგიძლიათ გაეცნოთ.
 

Please reload

Please reload

კანადა ✉ საქართველო

hello@khatia.ca 

+1 343-883-5088 (WhatsApp)