12 აპლიკაცია ბიზნესის მართვისათვის

ბიზნესის მართვა მუდმივ მუშაობას მოითხოვს. ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, ჩვენ შეგვიძლია საგრძნობლად გავიმარტივოთ სამუშაო პროცესი. მობილური აპლიკაციები გვაძლევენ უამრავ საშუალებას, რათა სწარაფად და მარტივად მოვაგვაროთ ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები. გთავაზობთ ბიზნესებისთვის სასარგებლო აპლიკაციებს:
Asana
კომპანიისათვის უმთავრესია, რომ გუნდის მუშაობა იყოს შეუფერხებელი, სინქრონული და ხელმძღვანელობამ ყველა პროექტის მიმდინარეობას ადევნოს თვალი. “ასანა” დაგეხმარებათ ამაში. აქ შეგიძლიათ გამოყოთ პროექტები, გაანაწილოთ დავალებები, იმსჯელოთ თქვენს თანამშრომლებთან ერთად რაიმე საკითხზე და თვალი ადევნოთ დავალებების შესრულებას. “ასანას” დახმარებით თქვენი გუნდი ორგანიზებული და ეფექტური გახდება.
საინტერესოა, რომ "ასანა" შეიქმნა "ფეისბუქის" თანადამაარსებლისა და ინჟინერის მიერ, რომლებსაც სურდათ, რომ ყველა თანამშრომელი ერთ სივრცეში მოექციათ და მათთვის მარტივი და სახალისო გაეხადათ სამუშაო პროცესი. ეს პროექტი მათი მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული.
30/30
ყველაფრის ერთდოულად კეთება მითია. რეალობაა, რომ ბევრს მხოლოდ მაშინ მოასწრებ, როცა ყველა დავალებას სათითაოდ დაუთმობ დროს. ამ აპლიკაციაში თქვენ შექმნით დავალებების სიას და თითოეულს დაურთავთ შესრულების დროს. ტაიმერი, ჩართვის შემდეგ, შეგატყობინებთ, თუ როდის უნდა გადახვიდეთ ახალ დავალებაზე.
Adobe Fill and Sign აპლიკაცია საშუალებას გვაძლევს ხელი მოვაწეროთ დოკუმენტებს მობილური ტელეფონიდანვე. თქვენ აღარ დაგჭირდებათ დოკუმენტის ამობეჭდვა, ხელის მოწერა, და დასკანერება. ხელმოწერილი ხელშეკრულების გაგზავნა “ადობე”-ს Fill and Sign-ის მეშვეობით შეგიძლიათ ტელეფონიდანვე.
Wave
"ვეივ" არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თქვენს ბუღალტრულ აღრიცხვებსა და ინვოისებს. სისტემა დაგეხმარებათ იმაში, რომ შექმნათ გამართული ინვოისები და აწარმოოთ საბუღალტრო აღრიცხვები.
"ვეივ" სასარგებლო პროგრამაა, როგორც მცირე ბიზნესებისათვის, ასევე თვითდასაქმებული პროფესიონალებისთვისაც. მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ "ვეივით" თქვენი ფინანსების წარმოება მარტივია. აპლიკაცია გიჩვენებთ ყოველთვიურ და ყოველწლიურ რეპორტებს, აქვე ხედავთ რომელი ინვოისების თანხებია ჯერ კიდევ ჩასარიცხი და ასე არაფერი გავიწყდებათ.
Awesome Note
ჩანაწერების გაკეთებისათვის აპლიკაციების არჩევანი დიდია. გამოიყენეთ OneNote, Simple, Evernote ან Awesome Note. ეს აპლიკაციები მსგავსია, გეხმარებათ ჩანაწერების წარმოებაში და უმეტესობას აქვს აუდიო ჩანაწერების ჩაწერის ფუნქციაც. ჩანაწერების სინქრონიზაცია შესაძლებელია. ასე რომ, მათ ნახვას კომპიუტერიდანაც შეძლებთ. “ოსამ ნოუთ”-ში ჩანაწერებს შეგიძლიათ დაამატოთ სურათები, ნახატები და აუდიო ჩანაწერები.
Jamboard
ესაა ციფრული სივრცე, რომელიც თქვენი იდეებისთვის "გუგლმა" შექმნა. როდესაც გყავთ კრეატიული გუნდი, გადაიტანეთ თქვენი იდეები თეთრი დაფის მაგივრად "ჯემბორდზე" და იმუშავეთ მათზე თქვენს თანამშრომლებთან ერთად. "გუგლი" გვპირდება, რომ იდეების ჩამოსაყალიბებლად ეს საუკეთესო საშუალება იქნება.
Hootsuite აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევენ, აკონტროლოთ თქვენი ყველა პროფილი სხვადასხვა სოციალურ გვერდებზე ერთ სივრცეში. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ წინასწარ მიუთითოთ ჩანაწერის გამოქვეყნების თარიღი სხვადასხვა პროფილსა და სხვადასხვა პოსტზე. ასევე, შეძლებთ თქვენი სამიზნე ჯგუფის ანალიზს - როდის არიან ისინი ყველაზე აქტიურები სოციალურ ქსელში, როდის და რა სიხშირით ეცნობიან თქვენს სიახლეებს, რამდენი ადამიანი იწონებს, ნახულობს და ეხმაურება თქვენს პოსტებს. თქვენს სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით სტატისტიკურ ანალიზს მიიღებთ, რაც შემდგომი დაგეგმარებისთვის გამოგადგებათ.
MailChimp
"მეილჩიმპი" დაგეხმარებათ ელ. ფოსტით მარკეტინგში. მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს აუდიტორიას, რათა აწარმოოთ მათთან მუდმივი ურთიერთობა. დარეგისტრირების შემდეგ შეძლებთ უსასყიდლოდ 2000 კონტაქტისთვის თვეში 12000-მდე ელექტრონული შეტყობინების გაგზავნას და კამპანიის შედეგების ანალიზს.
CamCard
იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ უამრავი სავიზიტო ბარათის შენახვა, ნერვიულობა, რომ რომელიმე დაგეკარგათ ან მათ ძებნაზე დროის დაკარგვა, გამოიყენეთ "ქემქარდი", რომელიც ინახავს სავიზიტო ბარათების სურათებს და მათზე მითითებულ მონაცემებს ავტომატურად თქვენს კონტაქტებზე ამატებს.
Concepts
ეს აპლიკაცია შექმნილია დიზაინერებისთვის, არქიტექტორებისთვის და პროფესიონალებისათვის, ვისაც ვიზუალების შექმნა უწევს. ამ აპლიკაციაში შესაძლებელია კონცეპტზე მუშაობა, იდეების ჩამოყალიბება და მათი დამკვეთებთან შეთანხმება.
Canva
ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ სურათების რედაქტირებაში. ელემენტარული გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტების გარდა, აქ ნახავთ შაბლონებს სავიზიტო ბარეთებითვის, მოსაწვევებისთვის, სოციალური მედიის ჩანაწერებისათვის და ა.შ.
Adobe Spark Video
დაგეხმარებათ საიტერესო ვიდეორგოლების შექმნაში. აქ შეძლებთ ვიდეოს მოჭრას, სურათების დამატებასა და მუსიკის “დადებას”. შესაბამისი გამოცდილების გარეშე შეძლებთ ელემენტარული ვიოდერგოლის შექმნას, რათა თქვენი კომპანიის სათქმელი მიიტანოთ თქვენს სამიზნე ჯგუფამდე.
ეს არის მცირე ბიზნესებისთვის სასარგებლო აპლიკაციების მცირე ჩამონათვალი. გაგვიზიარეთ, კომპანიის მართვაში თქვენ რომელი აპლიკაციები გეხმარებიან? ან ახალი მობილური აპლიკაციის შექმნას ხომ არ გეგმავთ?