top of page

20 ყველაზე საინტერესო ბლოგი საზოგადოებასთან ურთიერთობაზე


საზოგადოებასთან ურთიერთობა სწრაფად ვითარდება. თუ გსურთ იყოთ მუდმივად ინფორმირებული ახალ ტრენდებზე, ქეისებსა და შესაძლებლობებზე პიარში, გამოიწერეთ ეს 20, ალფაბეტური თანმიმდევრობით დალაგებული ყველაზე საინტერესო ბლოგი:

  1. Ad Week - აქ სიახლეები ბრენდის მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოების, სოციალური მედიის, ტელე და ციფრული რეკლამების სფეროდან დაგხვდებათ.

  2. Agility PR-ის ბლოგზე ხშირად იწერება ინფორმაცია გავლენიანებზე, მედიის მონიტორინგზე, კრიზისულ კომუნიკაციაზე, მედიასთან ურთიერთობასა და კომუნიკაციის ეფექტურობის განსაზღვრაზე.

  3. Edelman მსოფლიოში საუკეთესო პიარსააგენტოდ ითვლება. მათი ბლოგი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მრავალ თემას მოიცავს უკვე.

  4. Holmes Report გთავაზობთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან სიახლეებს, კონკურსების შედეგებს, რეიტინგებს და ტრენდებს გლობალური მასშტაბით.

  5. Jeffbullas.com-ზე გაიგებთ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი აუდიო კონტენტის ძებნის პარამეტრები, B2B მარკეტინგის საშუალებებს და ამბის თხრობის შთამბეჭდავ მეთოდებს.

  6. Keep Moving Forward - ბრენდინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ქეისები, ბიზნესლიტერატურის განხილვა და თემები სხვა საინტერესო კატეგორიებიდან დაგხვდებათ ამ ბლოგზე. ვებგვერდი ბიზნესის მართვაზე პრაქტიკულ რჩევებსაც მოგაწვდით.

  7. Meltwater ამ ბლოგზე საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტუალური თემები ქვეყნდება.

  8. Merketer.ge - Nations favourite business informer - ასე ახასიათებს ყველასათვის ცნობილი ბლოგი თავის პლათფორმას და გვთავაზობს კიდეც უცხოურ და ლოკალურ სიახლეებს მარკეტინგის, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.

  9. Muck Rack-ს მისიაა ორგანიზაციებს ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმაროს და აწარმოებს ბლოგს, რომელიც კომუნიკაციის სპეციალისტებს განსახილველად საინტერესო საკითხებს აწვდის.

  10. PR Daily მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს შორის.

  11. PR Examples-ს საუკეთესო კამპანიების გასაცნობად ეწვიეთ.

  12. PR Say საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სპეციალისტებს სიახლეებს ინდუსტრიაში, პოპულარულ თემებს და ეფექტურ სტრატეგიებს აცნობს.

  13. PR newswire თუ გსურთ, რომ მეტი გაიგოთ სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, კონტენტის მარკეტინგზე, მედიასთან ურთიერთობასა და ღონისძიებების მენეჯმენტზე, გამოიწერეთ ბლოგი.

  14. PR Week - თუ გაინტერესებთ უახლესი ამბები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროდან გლობალური მასშტაბით, 1998 წელს დაარსებული PRWeek ზღვა და სანდო მასალას მოგაწვდით.

  15. Shankman პროდუქტიულობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე სხვადასხვა საინტერესო თემებს გთავაზობთ, გისვამთ კითხვებს და გთავაზობთ რჩევებს.

  16. Shift Communication-ზე იწერება სოციალურ მედიაზე, რეკლამების განთავსების მეთოდებსა და ბიზნეს სფეროს სიახლეებზე.

  17. Social Media Examiner - სოციალური მედია ყოველდღიურად იზრდება, იხვეწება და ემატება ახალი ფუნქციები. ბლოგის მეშვეობით, თქვენ ყოველთვის იქნებით ინფორმირებული.

  18. Under the Influence კანადური საზოგადოებრივი მაუწყებლის, CBC-ს მიერ წარმოებული ბლოგია. ჩანაწერები არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი, ეფუძნება ძირეულ და საინტერესო კვლევებს და რაც მთავარია, Under the Influence სრულიად ახალ პერსპექტივებს გვთავაზობს. აუცილებლად გამოიწერეთ.

  19. Social media today - გაინტერესებთ გაყიდვების წახალისების ფსიქოლოგიური ხერხები ან როგორ დააინსტალიროთ “ფეისბუქის” ფუნქცია “პიქსელი”? ამ ყველაფერს აქ შეიტყობთ.

  20. Thornleyfallis კანადაში არსებული ცნობილი სააგენტოა, რომელიც თავის გამოცდილებას და ცოდნას გვიზიარებს.

თითოეული ბლოგი დაგეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში, ამიტომ, გამოიწერეთ ისინი და თვალი ადევნეთ. ამავდროულად, გაგვიზიარეთ რა თემები გაინტერესებთ და ჩვენ გავითვალისწინებთ.

bottom of page