top of page

ბიზნესიდეა #1


ბედნიერებისათვის ცოტა რამაა საჭირო, თუმცა ეკონომიური კეთილდღეობისათვის პროდუქტიულობა აუცილებელია. იმისათვის, რომ ჩვენი შესაძლებლობები სრულად განვახორციელოთ და ვიყოთ წარმატებული, აუცილებელია, ყველამ ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ. საქმის შერჩევაში კი სრული თავისუფლება გვაქვს. შეგვიძლია დაველოდოთ ახალ შესაძლებლობებს ან ასეთი შესაძლებლობები თავად შევქმნათ, ლოდინში ხომ შესაძლოა ცხოვრებაც გავიდეს.

ჩვენ ხშირად გვესმის წარმატებული ხალხის შესახებ, თუმცა ბევრმა არ ვიცით ამ წარმატებამდე ისინი რამდენმა წარუმატებლობამ მოიყვანა. რამდენი რამ სცადეს, სანამ საბოლოოდ მიაგნებდნენ იმას, რამაც იმუშავა და მათ სასურველი შედეგი მოუტანათ. ცდა ბედის მონახევრეა.

თუ თქვენი ბიზნესის წამოსაწყებად იდეის არქონა გაფერხებთ, ყოველ ორშაბათს შემოგთავაზებთ რაიმე ბიზნესიდეას.

ბიზნესიდეა #1: ბიზნესგეგმა ხანდახან იბადება იდეალური ბიზნეს იდეა, მაგრამ არ ვიცით როგორ განვახორციელოთ. კარგი იქნება არსებობდეს კომპანია, რომელიც ბიზნესგეგმას შეუდგენს სტარტაპებს და მათ წარმატებისაკენ მიმავალ გზას გაუკვალავს. ასეთი კომპანია დამფუძნებლებისა და მენეჯმენტისათვის ღირებული იქნება და მათ თავიანთი პროდუქტის, სერვისის და ფასის განსაზღვრაში დაეხმარება.

თქვენც გაქვთ ბიზნესიდეა? გაუზიარეთ მკითხველებს.

bottom of page