როგორ ავამაღლოთ ჩართულობა სოციალურ მედიაში

სოციალური მედიისთვის ყოველმა დახარჯულმა ლარმა თავისი შედეგი რომ მოიტანოს, ჩართულობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც სოციალურ ქსელში მკითხველის მეტ ყურადღებას მიიპყორობს და თქვენს მუშაობასაც უფრო ნაყოფიერს გახდის:
ეფექტური ფოტოები პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია, რომელიც მკითხველს, როგორც წესი, ვიზუალით ექმნება. ამიტომ შეარჩიეთ შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც მნახველის ინტერესს და აღფრთოვანებას გამოიწვევენ.

პერსპექტივა მუდმივად და პირდაპირ თქვენს კომპანიაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე წერა მკითხველისათვის მომაბეზრებელია. შეარჩიეთ თემა, რომელიც თქვენს პროდუქტებს და სერვისებს ესადაგება და საინტერესოა თქვენი პოტენციური მოხმარებლებისათვის.
მეტი ვიდეო სოციალური მედიის პლატფორმებზე ვიდეოებს გაცილებით მეტი ჩართულობა აქვთ, ვიდრე კომბინირებულ ტექსტსა და სურათებს. კვლევების თანახმად, ვიდეო კონტენტის შემთვევაში მომხმარებელი მესიჯის 95% აღიქვამს, ხოლო ტექსტუალურის შემთხვევაში მხოლოდ 10%-ს.

პირდაპირი ჩართვები (live) მოიფიქრეთ, რაზე შეგიძლიათ პირდაპირი ჩართვები შესთავაზოთ თქვენს მკითხველებს. ინტერესი ასეთი ჩართვებისადმი მაღალია, რადგანაც მნახველს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა ვირტუალურად აღმოჩნდეს მოვლენათა ეპიცენტრში.
გათამაშებები გათამაშება იპყრობს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩანაწერზე განთავსებული საშუალო ბიუჯეტის რეკლამა და თქვენ გაცილებით ნაკლები დანახარჯით მეტ ადამიანს მიაწვდენთ ხმას. ამიტომ, ამგვარი ჩანაწერები მომგებიანია. გქონდეთ გათამაშებები რეგულარულად, რომ თქვენი გვერდი ამისათვის გამოიწერონ კიდეც. მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გათამაშება მოიფიქროთ, რომელიც თქვენთვის სასურველ სამიზნე ჯგუფს მოიზიდავს.
მეტი ამბის თხრობა და ნაკლები “უფერული” ტექსტები დიდი ხანია, მშრალი და ინფორმაციული ტექსტები არავის ხიბლავს, თუმცა თუ ტექსტს ამბის სახით მოვყვებით, თან სამიზნე აუდიტორიისათვის მისაღები ფორმით, კონტენტი ბევრად უფრო მეტ გამოხმაურებას გამოიწვევს. ამბის მოსაყოლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ინფოგრაფიკა, ვიდეო, ლაივ ჩართვა და ა.შ.
მემე (Memes)
სოციალურ მედიის მომხმარებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს მემეები, სახალისო ვიზუალები. ასეთი კონტენტი მნახველში პოზიტიურ ემოციებს იწვევს.

გამოკითხვა ჰკითხეთ თქვენს გამომწერებს რაიმე და დარწმუნდებით, რომ მათ ბევრი აქვთ თქვენთან გასაზიარებელი. მომხმარებლების კომენტარები ასევე დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესი და უკეთ მოარგოთ თქვენი პროდუქტები და სერვისი თქვენს მომხმარებელს.

მკითხველის ემოციური მხარე ადამიანებს იმის შეგრძნება სჭირდებათ, რომ პრობლემებს, ყოველდღიურობას, რუტინას და საერთოდ, სამყაროს სხვა ადამიანებიც მათნაირად შეიგრძნობენ. ისეთი ისტორიები, რომლებიც ადამიანურ გამოცდილებასა და ემოციებთან არის კავშირში, ყველაზე კარგად ამახსოვრდება მკითხველებს და ეფექტური კონტენტის გარანტიაა. ჰაშთაგი ჰაშთაგი, სოციალურ ქსელში კომუნიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, რომელიც ყველას ჩვენთვის საინტერესო თემატიკის მოძიებაში გვეხმარება. გამოიყენეთ თემატური და ტრენდული ჰაშთაგები და ამით ხელი შეუწყვეთ მარტივად აღმოგაჩინონ.
ამ რჩევების გათვალისწინებით გაზრდით ჩართულობას თქვენს სოციალურ ქსელზე. დაგვიკავშირდით, თუ ამ საქმეში ჩვენი გუნდის მხარდაჭერა გესაჭიროებათ.